„ჩემი ტელეფონი არ ჩერდება“ - „პრაიმტაიმის“ ინტერვიუს „ქართველ ჰალკთან“ უამრავი გამოხმაურება მოჰყვა

12:50 10-08-2019
9346

საინფორმაციო სააგენტო „პრაიმტაიმმა“, რამდენიმე დღის წინ, მკლავჭიდელ ლევან საგინაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც სპორტსმენი მის წარმატებებზე საუბრობს და გულნატკენი ამბობს, სხვა ქვეყანაში წასვლას გეგმავს, რადგან აქ არავინ აფასებს. სპონსორიც კი ვერ მოიძია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსოფლიო „ტოპ 8“ -ის მეორე ტურში გამარჯვებულ სპორტსმენს, საქართველოში დაბრუნებულს არავინ შეხმიანებია. 

width=600

„ქართველი ჰალკს“, ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე, სოციალურ ქსელში უამრავი გუშემატკივარი გამოეხმაურა და ფონდის შექმნაც კი შესთავაზა. 

„ყველაზე ძლიერი მთელს პლანეტაზე“.

„ლაპარაკი არ არის მხოლოდ ჩემპიონზე, ლაპარაკია - პლანეტის ნომერ პირბელ ჩემპიონზე, აქ არაა სად რა რამდენჯერ მოიგო, ამაზე მაგარი არ არსებობს დღევანდელ მკლავჭიდში“.

„გაიღვიძეთ და ტვინი გაანძრიეთ ქვეყვის მმართველნო, ასეთ სპრტსმენს თანადგომა და დაფასება ჭირდება აბა ერთი მაინც გამახსენეთ ქვეყანა, სადაც მსოფლიოს 7 - გზის და ევროპის 6 - გზის ჩემპიონი ჰყავდეს და ყურადღებას არ აქცევდნენ, სირცხვილი თქვენ“.

„ზუსტად ვიცი რომ ყველა ბიზნესმენს და სამთავრობო სექტორს არ ანაღვლებს შენნაირი ფენომენები, მაგრამ დამერწმუნე რომ ყვეალფერი გამოსწორდება, მაგრამ რათქმა უნდა შენი გადასაყწვეტია, თუ ეგრე მოხდება, ერთი თხოვნა გაითვალისწინე, რომ რუსეთის სახელით არ გამოხვიდე, მაგრამ იმედია ამას თხოვნა და თქმაც არ სჭირდება“ - წერენ გულშემატკივრები.

„პრაიმტაიმი“ ჩემპიონს კვლავ დაუკავშირდა და გაარკვია, რომ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, „ქართველ ჰალკს“ უამრავი ტელევიზია და ჟურნელისტი გამოეხმაურა და გადაცემაში მიწვევას სთავაზობს. მისი თქმით, მას ტვ 1, რუსთავი 2, იმედი, სილქსპორტი და სხვა საინფორმაციო საიტები და ტელევიზიები დაუკავშირდნენ. როგორც თავად აცხადებს, „რუსთავი 2“-ის ტელევიზია, საკმაოდ დიდი სიუჟეტის გაკეთებას სთავაზობს.

„ინეტრვიუს გამოქვეყნებას, უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ჩემი ტელეფონი არ ჩერდება. გულშემატკივრები მირეკავენ და თანადგომას მიცხადებენ. უამრავი ადამიანი მწერს -  დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. მთავარია, კარგი შედეგი მოჰყვეს და ვინმემ ყურადღება მომაქციოს“ - ამბობს ლევანი. 

„პრაიმტაიმი“ წარმატებებს უსურვებს ლევანს და იმედს ვიტოვებთ, რომ „ტოპ 8“-ის ფინალში, რუს მეტოქეს დაამარცხებს და საქართველოს, კიდევ ერთხელ ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 7-გზის და ევროპის 6 გზის ჩემპიონმა ორივე ხელში, 15 სექტემბერს, ჩინეთში ქ. შენჟენში გამართულ ტურნირის - „ტოპ 8“-ს მეორე ეტაპიც წარმატებით დაასრულა და ყაზახი მოწინააღმდეგე - კიდირგალ ონგარბაევი 6:0 დაამარცხა. 

„ტოპ - 8“-ს ფინალი 8 დეკემბერს, პოლონეთში, ქ. რუმიაში გაიმართება, სადაც მსოფლიო ჩემპიონი ლევან საგინაშვილი, გადამწყვეტ ტურში რუს ჩემპიონ - ვიტალი ლალეტინთან იბრძლებს.



ავტორი: რუსა ღვანიძე