მეგან მარკლის მამამ განმარტა, თუ, რატომ გამოაქვეყნა „Mail on Sunday“-ში ქალიშვილის წერილი

16:05 10-08-2019
232

მეგან მარკლის მამამ, ქალიშვილის წერილის გამოქვეყნების თაობაზე, განმარტება გააკეთა.

width=600

დიდი ხნის წინ დაწყებული დაპირისპირება, სასექსის ჰერცოგინიას და მის ამერიკელ ნათესავებს შორის, გრძელდება. 

გასულ კვირას, აფრიკის ტურიდან დაბრუნებისთანავე, პრინც ჰარიმ და მეგან მარკლმა, სააგენტო „Mail On Sunday “- ს წინააღმდეგ - პირადი მიმოწერის გამოქვეყნების გამო, სარჩელი შეიტანეს. კერძოდ, პორტალმა საჯაროდ გამოაქვეყნა მეგანის წერილი, რომელიც მამამისს, თომასს მიწერა. წერილი მედიას, ამა წლის თებერვალში ჩაუვარდა ხელში. ჰერცოგისა და ჰერცოგინიას თქმით, გამომცემლობამ კონტექსტიდან ამოიღო ფრაზები და მიმოწერის მთავარი აზრი შეცვალა.

width=600

მიუხედავად იმისა, რომ „Mail on Sunday“ აპირებს წერილის გამოქვეყნებას და მისი უდანაშაულობის დაცვას, თავად თომას მარკლმა პირველი კომენტარი გააკეთა. „Daily Mail“- თან ინტერვიუში მან განმარტა, თუ რატომ გადასცა ქალიშვილის პირადი წერილი, მსოფლიოს:

width=600

„გადავწყვიტე, რომ მეგანის წერილი, ნაწილ-ნაწილ გამოქვეყნებულიყო, იმ სტატიის შემდეგ, რომელსაც მეგანის მეგობრები, ჟურნალ People- ში გამოაქვეყნებდნენ. მე, საკუთარი თავი უნდა დავიცვა. მხოლოდ ნაწილი გამოვაქვეყნე, რადგან დანარჩენი ფრაგმენტები ძალიან მტკივნეული იყო. წერილში, არსად არ იგრძნობიდა ჩემდამი სიყვარული - მან მე გული მატკინა. წერილი წარმოდგენილი იყო, როგორც პირველი ნაბიჯი შერიგებისკენ, მაგრამ ეს ასე არ არის. მასში არ ყოფილა ისეთი სიტყვა, რაც გულისხმობდა შეხვედრის სურვილს და ჩვენს შორის უთანხმოების დასრულებას“ - ამბობს ტომასი.

width=600

შეგახსენებთ, რომ თებერვალში „People“- მ, მეგანის ხუთი მეგობრის შესახებ, ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომლებმაც მეგანი დაიცვეს. მათ განუმარტეს, რომ  ჰერცოგინია თომასთან შერიგებას ცდილობდა და ქორწილის შემდეგ, წერილიც კი დაწერა. თავად თომასმა, წერილს არ უპასუხა, მაგრამ იგი - „Daily Mail“-ს გადასცა. ხუთივე გვერდზე, ის წერს, რომ მისი გული მილიონ ნატეხად არის დაშლილი. მას არ ესმის, რატომ სურს თომასს ურთიერთობა ტაბლოიდებთან, ტალახს ასხამს მას და პრინც ჰარის. მან ასევე უარყო ბრალდებები, რომ თითქოს მამას არ ეხმარებოდა და სათანადო ყურადღებას არ აქცევდა. 

width=600 

ეს არ არის პირველი წელი, როცა თომას მარკლი წარუმატებლად ცდილობს ურთიერთობა დაამყაროს თავის ქალიშვილთან, რაც საბოლოოდ, 2018 წელს გაუარესდა, მისი მრავალი ინტერვიუს შემდეგ, როცა სამეფო ოჯახის მიმართ, უკმაყოფილებას გამოთქვამდა და მეგანის ქორწილამდე, საკუთარი ფოტოები გაყიდა. მამაკაცი, ბრიტანეთის სამეფო ოჯახს, სასამართლოსაც კი ემუქრებოდა, თუ ისინი უარს ეტყოდნენ, შვილიშვილთან შეხვედრებზე.

ავტორი: რუსა ღვანიძე