ჯენიფერ ლოპესს და ალექს როდრიგესს სასამართლომ, 150 000 დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა

18:14 10-08-2019
183

50 წლის ჯენიფერ ლოპესი, რისკზე წავიდა - მას, 150 000 დოლარიანი ჯარიმის გადახდა მოწევს. ამერიკული სააგენტოს „Splash News and Picture“- ის ფოტოგრაფებმა, ვარსკვლავურ წყვილს, მას შემდეგ უჩივლა, რაც საკუთარი ფოტო, მათი ნებართვის გარეშე გამოაქვეყნა

width=600

ორი წლის წინ, პაპარაცებმა, ნიუ იორკში, თავის საქმროსთან, ბეისბოლის მოთამაშე ალექს როდრიგესთან ერთად დააფიქსირეს. ჯეი ლოუმ, რომანტიკული კადრი შეაფასა და „Instagram“- ზე ფოტო გამოაქვეყნა.

width=600

„Splash News“- ისა და „Picture“- ის თანამშრომლები, ამ საქციელის გამო აღშფოთდნენ. მათ განაცხადეს, რომ მსახიობმა, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, ისარგებლა მათი ნამუშევრებით. სააგენტომ, ლოპესის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა - იშვიათი და კრეატიული ფოტოს ქურდობისთვის.

width=600

”ფოტო არის შემოქმედებითი, ორიგინალური და ღირებული”, - აცხადებენ კომპანიაში. „სახელგანთქმული ვარსკვლავის სტატუსის, აგრეთვე ფოტომასალის ხარისხის და ვიზუალურობის გამო, მოსარჩელეს (და იმ ფოტოგრაფს, რომელსაც იგი წარმოგვიდგენს), უნდა მიეღო ანაზღაურება, ფოტოსურათის ლიცენზირებისგან.” - წერენ კომპანიის წარმომადგენლები.

„E! News“-ის ინფორმაციით, ფოტოების უკანონო გამოყენება, ორიგინალური ფოტოგრაფიის არსებულ და მომავალ ბაზარს ზიანს აყენებს”, - ციტირებულია სასამართლო დოკუმენტებში. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ცნობილი ადამიანების მსგავს კადრებს, სააგენტოებში დიდი მოგება მოაქვს. თუ, თავად ვარსკვლავი ატვირთავს სურათს მის სოციალურ ქსელში, მაშინ იგი მყისიერად გაუფასურდება, რადგან ის, ხელმისაწვდომი გახდება მილიონობით აუდიტორიისთვის.

width=600

სააგენტო „Splash“, სასამართლო გარდა იმისა, რომ ლოპესისთვის 150 ათას დოლარის ოდენობით კომპენსაციას მოითხოვს, მსახიობს, სპეციალური აკრძალვას უწესებს. კომპანიის თანამშრომლებს სურთ, რომ ჯენიფერს და მის გუნდში მყოფ ადამიანებს, აეკრძალოთ მათ მიერ გადაღებული სურათების გამოქვეყნება.

სკანდალის მთავარი გმირი, სავარაუდოდ ყურადღებას არ აქცევს მის მიმართ ატეხილ აჟიოტაჟს. დაახლოებით ერთი კვირის წინ, ლოპესმა და როდრიგესმა, საკუთარი ნიშნობა აღნიშნეს და შვილებთან ერთად, რომლებიც წინა ქორწინებიდან ჰყავთ,  ოჯახურ სადილზე შეიკრიბნენ. 

ჯენიფერმა აღიარა, რომ 50 წლის ასაკში, ის უფრო შესანიშნავად გრძნობს თავს, ვიდრე ახალგაზრდობაში. ცოტა ხნის წინ, ლოპესმა განაცხადა, რომ მას სურს, თავისი ახალ რჩეულს, შვილი გაუჩინოს. 

ავტორი: რუსა ღვანიძე