რიანამ, უჩვეულო ავტობიოგრაფიის ალბომი გამოუშვა, რომელზეც მომღერალი 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა. ალბომი, რა თქმა უნდა, არ არის მუსიკალური, მაგრამ გულშემატკივრების ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს.
ამასთან დაკავშირებით, ბარბადოსელმა მომღერალმა, „Instagram“ - ზე პოსტი და ვიდეო გამოაქვეყნა:
„ხუთ წელზე მეტი, უწყვეტი მუშაობისთვის... მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ შემიძლია გავაზიარო მოგონებების, ეს შესანიშნავი კოლექცია. მადლობას ვუხდი, ყველა იმ ფოტოგრაფს და მხატვარს, რომლებსაც ამ პროექტში წვლილი მიუძღვით. ასევე, „Phaidon“ - ის გამომცემლობას, რომელმაც ხელი შეუწყო, ახალ სფეროში ჩემი პირველი ნამუშევრის გამოქვეყნებას,“ - წერს მომღერალი.
დღეიდან, რიანას პირველი ვიზუალური ავტობიოგრაფია, უკვე გაყიდვაში გავიდა. წიგნში, მოცემული ტექსტი არ ფიგურირებს, მხოლოდ ფოტოებია, რომლებიც მომღერლის ბარბადოსში დაბადებასა და ბავშვობიდან დღემდე, პირად ცხოვრებას გადმოგვცემენ. ალბომი შეიცავს, კადრებს,რომლებიც რიანას პირადი არქივიდან არის - მათი უმეტესობა აქამდე არ გამოქვეყნებულა. სულ 540 გვერდი და 1,050 ექსკლუზიური ფოტოა.
წიგნი გამოვიდა რამდენიმე გარეკანით, ასევე ნაკრები, სპეციალური არტ-ხელოვნების მხარდაჭერით. წიგნის კლასიკური ვერსია გულშემატკივრებს -120 ფუნტი დაუჯდება, ხოლო ყველაზე მდიდრული, გაცილებით მეტი - 5 ათასი ფუნტი.