„Balenciaga“ - ს ჩვენება ყველაზე ნახვადი კოლექციების ათეულში მოხვდა - ვიდეო

15:31 10-10-2019
134

ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას „Demna Gvasalia Daily“-ის ოფიციალური გვერდი, 29 სექტემბერს გამართულ „Balenciaga“ - ს ჩვენებას ეხმიანება და აცხადებს, რომ რამდენიმე დღის მონაცემებით, ყველაზე ნახვადი კოლექციების ათეულში მოხვდა:

width=600

„ბალენსიაგას 29 სექტემბრის ჩვენებას „youtube“- ზე, ერთ კვირაში, მხოლოდ „Balenciaga“ - ს არხზე - 772,990 ნახვა აქვს. ამერიკული Vogue“ -ის საიტზე, ახალი კოლექცია -  68,607 უნიკალურმა ვიზიტორმა დაათვალიერა და პირველი რამდენიმე დღის მონაცემებით, ყველაზე ნახვადი კოლექციების ათეულში მოხვდა.

width=600

უფრო წინ, ვიდრე „Versace“-ს მოდის სახლი და ედი სლიმანის - „Céline“, რომელიც გასულ სეზონზე პირველ ადგილს იკავებდა. გუგლის მიხედვით, პარიზში,  მეოთხე, ყველაზე ნახვადი ბრენდი იყო „Chanel“-ის, „Valentino“-ს და „Louis Vuitton“-ის შემდეგ.

width=600

WWD - ის მონაცემებით, ცოცხალი დიზაინერებიდან, პარიზის მოდის კვირეულის მსვლელობისას სოციალურ ქსელებში ყველაზე ხშირად მარია გრაცია ქიურის (Dior), ანტონი ვაკარელოს (Yves Saint Laurent) და დემნას ახსენებდნენ“ - წერს, სააგენტო „Demna Gvasalia Daily“-ის წარმომადგენელი.



ავტორი: რუსა ღვანიძე