რა გავიგეთ ზელენსკის 14 საათიანი პრესკონფერენციიდან

14:28 10-11-2019
151

ხუთშაბათს, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მედიამარათონის ფორმატში ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა. მედიამარათონი, რომელიც კიევში, Kyiv Food Market-ში გაიმართა, დაახლოებით 14 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

პრესკონფერენციისთვის რეგისტრაცია თითქმის 300-მა ჟურნალისტმა გაიარა. ზელენსკი მაგიდასთან ჟურნალისტების ჯგუფს ნახევარ-ნახევარ საათის განმავლობაში ესაუბრებოდა. 

ვლადიმირ ზელენსკის პრესკონფერენცია, პრეზიდენტის რანგში ყველაზე ხანგრძლივი 14 საათიანი იყო. ამით ზელენსკიმ მსოფლიო რეკორდი დაამყარა. რეკორდების ეროვნულმა სააგენტომ პრეზიდენტს სერთიფიკატიც გადასცა. პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა, იულია მენდელმა აღნიშნა, რომ რეკორდის დამყარება მათ გეგმებში არ შედიოდა და რეკორდების ეროვნული სააგენტო თვითონ დაუკავშირდა.

რა თქვა ზელენსკიმ ხანგრძლივი მედიამარათონის დროს და რა ძირითად თემებს შეეხო უკრაინის პრეზიდენტი.

დონბასი

ჟურნალისტების პირველი თემა დონბასს ეხებოდა. „დონბასის ახალი ამბების“ ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ როგორ დაამშვიდებდა უკრაინის პრეზიდენტი დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობას და რა გეგმები აქვს დონბასთან დაკავშირებით.

„ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ამ ტერიტორიებზე და თავს უკრაინელებად თვლიან, უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მათ ხელს არ ვკრავთ, ჩვენ მათ დავიბრუნებთ ტერიტორიებთან ერთად. ეს არის ჩვენი გეგმა „ა“. - უპასუხა ზელენსკიმ.

ასევე ზელენსკიმ გააჟღერა გეგმა „ბ“ - იმ შემთხვევაში თუ ამ ტერიტორიების დაბრუნება გაჭიანურდება „ჩვენ უნდა მივცეთ მათ აქ ყოფნის შესაძლებლობა (უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე). 

კითხვაზე, თუ ვის თვლის ზელენსკი დონბასის კონფლიქტის მხარეებად, მან უპასუხა „უკრაინა და რუსეთი“. მისი თქმით, აუცილებელია მოსკოვთან მოლაპარაკებების წარმართვა, იმისათვის რომ რეგიონში კონფლიქტები მოგვარდეს.

„მე ნამდვილად არ მსურდა დონბასში კონფლიქტის გაყინვა, ისევე როგორც დნესტრისპირეთში ან აფხაზეთშია. 100% გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ ეს არ მოხდება. ერთადერთი, რაც განასხვავებს დროებით ოკუპირებულ დონბასს დნესტრისპირეთისგან ან აფხაზეთისგან, - არის სროლები ”- თქვა ზელენსკიმ.

შეერთებული შტატები და სატელეფონო საუბარი ტრამპთან

ჟურნალისტებს საკმაოდ ბევრი კითხვა ჰქონდათ შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით და ასევე ამერიკის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან დაკავშირებით, კერძოდ საქმე ეხება ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბარს, რომელიც ივლისში შედგა. აღნიშნული სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხიც წინ წამოიწია.

„მე ვთქვი, რომ ამ შემთხვევას განვიხილავ (ჯო ბაიდენის შვილთან დაკავშირებით), იმისათვის, რომ ამერიკელმა პროკურორებმა ითანამშრომლონ ჩვენს პროკურორებთან“,- უპასუხა ზელენსკიმ.

ჟურნალისტმა სამჯერ ჰკითხა ზელენსკის, თვლის თუ არა იგი კორუფციად ტრამპის თხოვნას, გამოიძიოს უკრაინული ნავთობისა და გაზის კომპანია Burisma– ს საქმიანობა, რომელშიც ჯო ბაიდენის ვაჟი მუშაობდა.ზელენსკიმ სამჯერ თქვა, რომ არ სურს კომენტარი გააკეთოს ტრამპის განცხადებებზე. (ჯო ბაიდენი ტრამპის პოტენციურ მეტოქედ ითვლება მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებში)

„მე ვთვლი, რომ უკრაინის კანონი არ დამირღვევია. ის რაც, ტრამპმა განაცხადა შეერთებული შტატების კანონმდებლობაზე, მე არ მითქვამს, სხვა შემთხვევაში, ეს იქნებოდა აშშ-ს საარჩევნო პროცესში ჩარევა იქნებოდა. მე არ მოგცემთ საშუალებას შეცვალოთ ჩემი პოზიცია, რომელიც ავირჩიე. არანაირი ზეწოლა (ტრამპის მხრიდან) არ განხორციელებულა“ - განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

”ჩვენ ვართ არასამთავრობო სერვისული პერსონალი, ჩვენ დამოუკიდებელი უკრაინა ვართ. ჩვენ არ შეგვიძლია მხარი დაუჭირეთ ამერიკულ პოლიტიკას. და თუ თქვენ ყოველდღიურად ჩაერთეთ უკრაინაში თქვენს პრობლემებში, ეს იქნება დიდი პრობლემა აშშ-სთვის და ჩვენი ურთიერთობებისთვის. მთელი პატივისცემით, მაგრამ მე არ ვიცი ყოველდღე ვისაუბრებ ტრამპზე. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრობლემები. ”- ხაზს უსვამს ზელენსკი.

პუტინი, რუსეთი და მძევლების გაცვლა

ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინის ლიდერმა თქვა, რომ ყირიმი, რომლის ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა, არ განიხილება არც მინსკის მოლაპარაკებებზე და არც ნორმანდიულ ფორმატშიც. მისი სიტყვებიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ ის აპირებდა ყირიმის დაბრუნების საკითხის წამოყენებას „ნორმანდიული ოთხეულის“ ფორმატის ფარგლებში.

ამასთან „ნორმანდიულ ფორმატში“ შეხვედრისას, ზელენსკის თქმით, მიიღებენ გადაწყვეტილებას უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლის პროცესის გაგრძელების შესახებ. ამასთან დაკავშირებით ზელენსკიმ უპასუხა კითხვაზე, შევა თუ არა სიაში ყირიმელი თათრები, რომლებიც ყირიმში არიან დაკავებულები.

„ჩვენ გვაქვს ორი სია და ისინი ამ სიაში შედიან. ასევე არის ლუგანსკისა და დონეცკის ტერიტორიაზე მყოფი პირების სია. ასევე, არსებობს მესამე სია იმ ხალხისთვის, ვისზეც გვაქვს ინფორმაცია, რომ არიან დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე, თუმცა ამის დადასტურებაა საჭირო. ეს ყველაზე რთული ამოცანაა“ - დასძინა ზელენსკიმ.

width=570

width=570

ავტორი: ალექსი ქამადაძე