თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქულმა სამხედროებმა, სირიაში ოპერაციის დაწყების შემდეგ ქურთული ძალების 525 წევრი გაანეიტრალეს.
მანამდე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ „490 ტერორისტი“ გაანეიტრალეს, საიდანაც 440 დაიღუპა, 24 ტყვედ აიყვანეს, ხოლო 26 დაიჭრა.
ცოტა ხნის წინ აშშ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სირიაში დარჩენილ ათასამდე ჯარისკაცს გაიყვანს.
თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო.