ბავშვს ისე შეეშინდა, ხელიდან არ ჩამოვიდა - ნათია ფანჯიკიძე „ბავშვთა გასართობ ცენტრებს“ მიმართავს

17:00 10-15-2019
607

ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ “კამარას” დამფუძნებელი, ფსექოლოგი ნათია ფანჯიკიძე, ბავშვთა გასართობ ცენტრებში განვითარებულ, ხმაურიან დღესასწაულებს აკრიტიკებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ჩემი მოკრძალებული თხოვნა ბავშვთა ცენტრებს, - დინამიკებს დაუწიეთ თუ ხალხი ხართ, ბავშვს ისე შეეშინდა, ხელიდან არ ჩამოვიდა მთელი თავისი დაბადების დღე, რამდენიმე შეშინებული ბავშვი დროზე ადრე წავიდა, უფროსებს კი „კაპლი“ ჩამოვურიგე, რომ ახდილი თავის ქალა დახურვოდათ.

და საერთოდ, რა საინტერესო საკვლევია ეს აგრესიული ხმამაღალობა, თუნდაც რესტორნებში. თუ გიმღერეს, გვერდით მჯდომს რომ ხმა გასცე, ხმის იოგებს იწყვეტ და სამი ღამე აღარ გეძინება. ტერორია ერთგვარი. რისი სიმპტომია ეს ნეტავ? - შიში, რომ ადამიანებმა ურთიერთობა, ან საკუთარ ფიქრთან დარჩენა ვერ მოახერხონ, თუ უუფლებო საზოგადოებაში ხმის ძალად გაგონების აუცილებლობა, - მისმინეთ თქვენი .... არ ვიცი სხვები რას ფიქრობენ, მაგრამ მე მგონია, რომ უკეთ მოგისმენთ, თავი თუ მხრებზე შეგვრჩა“ - წერს ფანჯიკიძე.

ავტორი: რუსა ღვანიძე