„ჩცდ“-ის მსახიობმა ჩიკამ (ანა ჩირაძე) და გადაცემა „მასტერ შეფის“ ჟიურის წევრმა შეფმზარეულმა კონსტანტინე თედელურმა იქორწინეს. ცერემონია, დაუგეგმავად გადაწყდა და წყვილმა, თელავში მოაწერა ხელი.
მეჯვარეები რეჟისორი ქეთი დევდარიანი და მსახიობი ეკა ჩხეიძე იყვნენ.
სოციალურ ქსელში, ქორწილის ცერემონიის უამრავი ფოტო და ვიდეო გავრცელდა. დღესასწაულის ბოლოს, როცა პატარძალმა თაიგული გადააგდო, მისი დაჭერა ეკა ჩხეიძემ მოახერხა.