მამაო, რომელიც პატრიარქის კურთხევით ოჯახებს აბედნიერებს

18:38 10-16-2019
2953

„პრაიმტაიმს“ მკითხველი, ქალბატონი ეკა ბაშელეიშვილი დაუკავშირდა და მამა მერაბის ლოცვა-კურთხევით დაფეხმძიმების თაობაზე უამბო:

„ცხრა წელი არ მყავდა შვილი. მამა მერაბის შესახებ ჩემმა დამ „ფეისბუქიდან“ შეიტყო და მთხოვა, რომ მივსულიყავი. მამაოს ტაძარში მივაკითხეთ. მამა მერაბმა დაგვლოცა მე და ჩემი მეუღლე. ამის შემდეგ კი, მისი დაწერილი ხატი შევიძინეთ. რა დროც მამა მერაბმა გვითხრა, სწორედ იმ პერიოდში დავრჩი ფეხმძიმედ“, - გვიამბო ქალმა და სწორედ ეს ისტორია გახდა ბიძგი იმ ინტერვიუსთვის, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.

დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი მამა მერაბ დეკანოსიძე, რომლის ლოცვა-კურთხევით, დაახლოებით 2000-მდე უშვილო ოჯახში ბავშვი დაიბადა, „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს. 

width=600

როდის დაიწყეთ ხატების წერა და რა გახდა საბაბი?

როცა მოძღვარი გავხდი, ეკლესიის მშენებლობა დავიწყე. დავდიოდი კარდაკარ და სტუდენტებთან ერთად შემოწირულებებს ვაგროვებდი. ერთხელ შემთხვევით მოვხვდი ერთ-ერთ ოჯახში, სადაც ხატმწერი ქალბატონი ცხოვრობდა, რომელსაც აღმოჩნდა, რომ არასდროს ჰყავდა დახატული სასულიერო პირი და მთხოვა, რომ დავეხატე. ბავშვობაში, კარგად ვხატავდი ფანქარში, მაგრამ არასდროს მქონია შეხება მხატვრებთან, ზეთის საღებავებთან და მასტერკლასებთან.

width=600

პალიტრაც არ ვიცოდი რა იყო. ამ ქალბატონმა, როცა ჩემი დახატვა დაიწყო, მაშინ ვისწავლე ხატვა. ისე მოხდა, რომ 4 თვეში გავხდი სამხატვრო კავშირის წევრი. ამ ხატის დაწერის შემდეგ, როცა ჩარჩოს შესაძენად წავედით, ამ ქალბატონმა შემომთავაზა, რომ მე თავად დამეწერა ხატი - „ემოციური ადამიანი ხარ, გიტარაზეც კარგად უკრავ და მოვსინჯოთ როგორ დაწერ ხატსო“. ავიღე დაფა, ფუნჯი, საღებავები, მოლბერტი, სახაზავი და სერიოზულად დავიწყე ხატვა. ისე მოხდა, რომ 3 თვეში100 ნახატი დავწერე და გამოფენაზე გავიტანე.

width=600

 რომელი წმინდანის ხატი დაწერეთ პირველად?

- პირველი ხატი - იესო ქრისტე და ღვთისმშობელი, დიდი ტილოზე დავწერე, რომელიც ჩემს ტაძარშია დაბრძანებული. პირდაპირ, დიდი მოცულობის ხატებით დავიწყე. 

თქვენ დაწერილი გაქვთ ქართველი წმინდანის გაბრიელის (ურგებაძე) ხატი. მოგვიყევით მისი შექმნის ისტორია...

ძალიან დიდხანს ვწვალობდი, მამა გაბრიელის ხატის დასაწერად. ხატვა მიჭირდა, ვერ ვწერდი. დიფუზია მოხდა - საღებავები ერთმანეთს შეერია და რომ არ გამხმარიყო საღებავი, ხატის გადაწერა დამჭირდა. მეორე დღეს ვეღარ დავხატავდი და ნახატიც გაფუჭდებოდა. გადავწერე ხატი და დამრჩა, მამა გაბრიელის საინტერესო გამოსახულება.

width=600

ხატვა, „მამაო ჩვენოს“ ლოცვით დავიწყე, მამა გაბრიელის საფლავიდან აღებული ზეთიც დავამატე. ამ ფაქტს, ერთ-ერთი ქალბატონი დაესწრო, რომელიც მომავალში ჩემი მრევლი გახდა. წმინდა გაბრიელის ხატი, დაიწერა თავისით, დარჩა დაწერილი ხატი, რომელიც ასევე ჩემს ტაძარშია დაბრძანებული.

width=600 

როდის დაიწყეთ უშვილო წყვილების დალოცვა და რა გახდა ამის რეალური მიზეზი?

თავიდან, როცა ოჯახებში დავდიოდი მოსახლეობაში შეჭირვებულებისთვის დასახმარებლად, ჩემმა ხატებმა მირონის დენა დაიწყო. მოვხვდი ერთ-ერთ ოჯახში, სადაც ჰყავდათ 7 წლის ბავშვი, რომელიც ხეიბარი იყო და არასდროს გაუვლია. მივედი ჩემი ხატით, გადავსახე პირჯვარი, დავლოცე და15 წუთიც კი არ იყო გასული, ბავშვი ადგა ფეხზე და გაიარა, რასაც მოჰყვა ოჯახში ისტერიული ყვირილი და ემოციებისგან გულის წასვლა. ამ დღის შემდეგ, ამ ოჯახმა დაიწყო დახმარება და ეკლესიისთვის შემოწირულობების გაცემა. მაშინ, ჯერ კიდევ ეკლესიის ფუნდამენტზე იყო საუბარი.

  width=600

ერთ დღეს, ჩემთან ერთ-ერთი ქალბატონი მოვიდა მრევლიდან, რომელმაც მთხოვა დამელოცა. 8 წელია შვილი არ მიჩნდება, ისე მადლიანად ლოცულობთ, დამლოცე მამაო, იქნებ უშვილობაზე მეშველოსო. ის იყო პირველი ქალბატონი, რომელიც დავლოცე და ვუთხარი, რომ 3 თვეში დაფეხმძიმდები მეთქი. დღემდე, ყველას ასე ვეუბნები და აქაც ასეც მოხდა. სამ თვეში, ქალბატონი მართლაც დაფეხმძიმდა. ამ სასწაულის შემდეგ, მან ჩემთან დასალოცად ნათესავი გამოუშვა, ამას მოჰყვა 20-30 უშვილო ქალი. შემდეგ მათი ნაცნობები, მეზობლები და ამ ეტაპზე, უკვე თითქმის მთელი მსოფლიოდან მაკითხავენ.

width=600

 ვინ არის პირველი ბავშვი, რომელიც თქვენი ლოცვა-კურთხევის შემდეგ დაიბადა?

- პირველი ბავშვი, ჩემი ლოცვა-კურთხევის შემდეგ ერთ-ერთი მრევლისგან დაიბადა და მე, მისი ნათლია ვარ. თითქმის ყველა ბავში მყავს ჩაწერილი და ეს ბავშვი, ჩემს სიაში პირველია. გადამოწმებული სიები გვაქვს. ყველა ბავშვი დაფიქსირებული გვყავს. ჩემი ლოცვით დაბადებული ბავშვების რაოდენობა, როგორც მეუბნებიან 500-მდე აღწევს, მაგრამ ჩემი აზრით, 2000 - მდე უნდა იყოს. აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ თვეში 3-4 ბავშვი იბადება. ვინც ახლომახლო ცხოვრობს და ვიზეც ხელი მიგვიწვდება, იმ ბავშვების რაოდენობას აღვრიცხავთ, მაგრამ ბევრი არ გვირეკავს და არ გვაგებინებს.

width=600

ყველაზე დიდი სასწაული, რაც ამ წლების განმავლობაში მოხდა...

- ყველაზე დიდი სასწაული, 52 წლის ზესტაფონელი ქალბატონია, რომელმაც ჩემი ლოცვა-კურთხევის შემდეგ შვილი გააჩინა. არიან ქალბატონები, რომლებსაც ხელოვნური განაყოფიერება 8-ჯერ და ზოგჯერ მეტჯერაც ჰქონდათ გაკეთებული, მაგრამ არ ორსულდებოდნენ. მაგრამ, ჩემი ლოცვის შემდეგ, უმეტესობა ფეხმძიმდებოდა. ყველაზე დიდი სასწაული ის არის, რომ ექიმები ეუბნებიან, რომ შვილი არ ეყოლებათ და ჩემთან მოსვლის შემდეგ - ფეხმძიმდებიან. ბევრჯერ მითქვამს, რომ ტყუპებს გააჩენდნენ და ესეც ხშირად ხდებოდა. 52 წლის ზესტაფონელ ქალბატონსაც,  ტყუპები შეეძინა. როცა ექოსკოპიის პასუხი მომიტანეს, მართლაც ორი ბავშვის გულისცემა იყო.

თქვენი მუსიკალური ნიჭის თაობაზე, ლეგენდები დადის. როგორ დაიწყეთ პირველად ოჯახებში ხატის მიბრძანების დროს სიმღერა?

- ბავშვობიდან ვმღერი, მაგრამ როცა მოძღვარი გავხდი, იმის შემდეგ გავაგრძელე სიმღერა. ადრე, გუნდის სოლისტი ვიყავი, სკოლაშიც კარგად ვმეღოდი, ტრიოშიც ვმღეროდი და ვუკრავდი გიტარაზე. მაგრამ სტუდენტობის დროს, სიმღერას თავი დავანებე და მხოლოდ შინაურ წრეში ვმღეროდი. როცა მოძღვარი გავხდი და უწმიდესთან წარმადგინეს, უთხრეს რომ „კარგად მღერის და გიტარაზეც კარგად უკრვსო“. ამავე დროს, პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოცენტი და ფაკულტეტის დეკანი ვიყავი.

width=600

როცა პატრიარქმა ეს გაიგო, როგორც ჩანს დაიმახსოვრა, მასაც ძალიან უყვარს სიმღერა და მკითხა ნოტები თუ იციო. ერთხელაც დამიბარა და მაკურთხა რომ მემღერა. მღვდელი რომ გავხდი, თავიდან მრცხვენოდა და 3-4 წელი, არ ვმღეროდი. ეს რომ გაიგო პატრიარქმა, წერილობითი კურთხევა მომცა - „ვიმღერო და მრევლში დავნერგო სიმღერა, ცეკვა და კინემატოგრაფია“. სხვათა შორის, პატრიარქის კურთხევის შემდეგ, უკეთ ავმღერდი. მართლაც ყველა ამბობს, რომ სხვანაირად ვმღერი.  სუფრაზეც რომ მოვხვდები, ყველა აღნიშნავს, რომ კარგად ვმღერი“ - ამბობს მამა მერაბი.  

ავტორი: რუსა ღვანიძე