16 ოქტომბერს, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმტაიმზე“ გამოქვეყნდა სტატია სათაურით - „მაგას დავამთავრებ და დავასამარებ“, სადაც სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი დაზარალებულ თამთა თოდაძის და მისი უფლებადამაცველების შესახებ საუბრობდა.
ინტერვიუს საზოგადოების ნაწილის მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, რის შემდეგაც მარიამ კუბლაშვილი ჯერ რედაქციას დაუკავშირდა და უკვე გამოქვეყნებული მასალის შინაარსის შეცვლა ითხოვა, შემდეგ კი სოციალურ ქსელში განათავსა პოსტი, სადაც მის ნათქვამს სხვაგვარი ინტერპრეტაცია მისცა.
მსგავსი ინტერპრეტაციების თავიდან ასაცილებლად, „პრაიმტაიმი“ გთავაზობთ მარიამ კუბლაშვილის ინტერვიუს აუდიო ვერსიის იმ ნაწილს, რომელიც მოგვიანებით ეჭქვეშ დააყენა.