ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამსის თვითმფრინავმა, ძლიერი ჭექა-ქუხილის გამო, პაკისტანის აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა.
სააგენტო „People“-ს ინფორმაციით, რეპორტიორები, რომლებიც ფრენის დროს ბორტზე იმყოფებოდნენ, აცხადებენ, რომ სამეფო ოჯახის წევრები, რომლებიც ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ქვეყანაში, ლაჰორეთიდან ისლამაბადში შიდა რეისს ასრულებდა, რა დროსაც ჭექა-ქუხილის და ელვის გამო, უკან დაბრუნება მოუწიათ.
მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ ფრენის რეისი, მხოლოდ 25 წუთს უნდა გაგრძელებულიყო, თვითმფრინავის პილოტი იძულებული გახდა, ორი საათის განმავლობაში, ჰაერში დარჩენილიყო და ამის შემდეგ კი, კვლავ ლაჰორეთის აეროდრომზე დაეშვა.
ერთ-ერთმა კორესპონდენტმა სიმონ პერიმ, რომელიც ფრენის დროს ბორტზე იმყოფებოდა, „Twitter“ -ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მართლაც „საშინელი ქარიშხალი იყო.
”ელვა, თვითმფრინავის მარჯვენა ფლანგს შეეჯახა. ეს დიდი ციმციმები - RAF Voyager-ია, რომელიც უილიამსს, ქეითს და მედიის წარმომადგენლებს ატარებს, რომლებიც შუქნიშანებით გადიან - ისლამაბადში ქარიშხლის გამო, ორი შემაფერხებელი დაშვება განახორციელა და ჩვენ, უკან დავუბრუნდით ლაჰორში“ - წერს პერი.
პრინცი უილიამსი, რომელიც სამეფო საჰაერო ძალებში მსახურობდა, თვითმფრინავის ხმელეთზე დაშვების შემდეგ ჟურნალისტებთან იხუმრა, რომ - „თვითმფრინავის სალონში დაფრინავდა“. მან ასევე განაცხადა, რომ „ის და მისი მეუღლე ღამეს, ლაჰორში გაატარებენ, ან საღამოს ისლამაბადში გაემგზავრებოდნენ. ამჟამად თვითმფრინავი ლაჰორში საწვავს ავსებს, იუწყება BBC.
კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ, მთელი დღე ლაჰორში გაატარა. წყვილმა, კრიკეტის ეროვნულ აკადემიაში, ბავშვებთან ერთად, კრიკეტი ითამაშა. ამის შემდეგ, ბავშვთა ონკოლოგიურ საავადმყოფოს ეწვია და ბოლოს, ბადშაჰის მეჩეთი მოინახულა.