ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრმა მეგან მარკლმა ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს ცრემლები ვერ შეიკავა.
პრინცი ჰარის მეუღლის აღიარება საკმაოდ გულახდილი და ემოციური გამოდგა. მეგან მარკლმა განაცხადა, რომ იგი, როგორც ახალშობილის დედა და ახლადაქორწინებული ქალი, კარგად სულაც არ გრძნობს თავს და მისი ემოციური მდგომარეობა იმაზე რთულია, ვიდრე ეს ხალხს ჰგონია.
„ნებისმიერი ქალი ემოციურად ძალიან დაუცველია, როდესაც ორსულად არის. მეც ასე ვიყავი და ეს დიდი გამოწვევაა. შემდეგ კი ახალშობილი ჩნდება და კიდევ უფრო რთულია. განსაკუთრებით კი ქალისთვის. ამას ემატება ის, რომ ახალი დედა ხარ, ახალი დაქორწინებული ხარ,“- ამბობს მეგან მარკლი.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა იგი კარგად, მეგანმა ასე უპასუხა:
„მადლობა რომ მკითხეთ, ძალიან ბევრი ადამიანი არ მეკითხება იმას, თუ როგორ ვარ.“
“სამართლიანი იქნება თუკი ვიტყვით რომ არ გრძნობთ თავს კარგად? რომ საკმაოდ გაგიჭირდათ?“- ეკითხება მეგან მარკლს ჟურნალისტი, რაზეც პრინცი ჰარის მეუღლე დადებითად პასუხობს.
ITV-ს ექსკლუზიური ინტერვიუ დოკუმენტური ფილმის ნაწილია, რომელსაც Harry and Meghan: An African Journey ჰქვია. მისი პრემიერა 20 ოქტომბერს გაიმართება.
მეგან მარკლსა და პრინც ჰარის ვაჟი 2019 წლის 6 მაისს შეეძინათ.