როგორ იხსენებენ ამერიკელები ქართველ პრინცს, რომელიც ნიუ-იორკის ვიცე-მერი იყო

15:58 10-21-2019
411

ნიუ-იორკის ყოფილი ქართველი ვიცე-მერის, კონსტანტინე (კონი) სიდამონ-ერისთავის (1930-2012 წწ.) შესახებ აშშ-ის ერთ-ერთი გაზეთი „New York Times“-ი წერდა: “ის იყო ერთ-ერთი იმ ლიდერთაგანი, რომელიც ერთდროულად, ეფექტური მმართველიც გახლდათ და ძალზე პოპულარული წინამძღოლიც - ღირსეული ადამიანი, უმწიკვლო რეპუტაციით. უნაკლო ლოგიკით და საოცრად მომხიბლავი“.

width=600

„E.P.“-ის ყოფილი შეფი, ბ-ნი რეილი აცხდებს, რომ კონი ერისთავის დამსახურებაა, რომ დღეს ნიუ-იორკს სუფთა წყალი მიეწოდება და მის შემოგარენში არა მარტო წყლები, არამედ მიწა, ნიადაგი და მთელი გარემო დაცულია.

width=600

„მისი პატრონაჟით დამტკიცებული პროექტები ქალაქში, ჯერ კიდევ მუშაობს. კონსტანტინე ერისთავმა 1994 წელს დააარსა, ცნობილი ორგანიზაცია “საქართელოს ამერიკელი მეგობრები”, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია ჩვენს ერს საგანმანათლებლო, სამედიცინო და ჰუმანიტარული კუთხით და ეს დახმარება, დღემდე გრძელდება.

width=600

გარემოს დამცველი, კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი, 81 წლის ასაკში ისთ-საითში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი, ქართველი არისტოკრატი და ნიუ-იორკის მუდმივი მაცხოვრებელი, რომელიც მთავრობისა და არასამთავრობო უწყებების გარემოსდაცვითი გუშაგი იყო, მისი ვაჟის, ანდრიუს ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, საყლაპავი მილის კიბოს დიაგნოზი გახდა. 

პრინცი, რომლის თავადაზნაურობის ოჯახური წარმომავლობა, მე -15 საუკუნით თარიღდება, საქართველოს ევრაზიული სამეფოდან (ამჟამად არის დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს, თურქეთს და შავ ზღვას). ბატონი სიდამონ-ერისთავი, მისი ეროვნების საზოგადოების, ერთგვარი მფარველი იყო, რომელიც უთვალავ გადაწყვეტილებებს იღებდა, რომელიც ნიუ-იორკის და მის გარშემო, გარემოსდაცვითი სამუშაოების როლების შესრულებას უკავშირდება.

1960-იანი წლების ბოლოს და 1970-იანი წლების დასაწყისში, ქალაქის მერის ჯონ ვ. ლინდსიის ხელმძღვანელობით, იგი ჯერ ქალაქის გზატკეცილის კომისარი იყო.  მოგვიანებით კი, სატრანსპორტო განყოფილების ხელმძღვანელი გახდა. საქმე ეხებოდა ცხოვრებისეული საკითხების ხარისხს, რომლებსაც ქალაქის ოფიციალური პირები, დღესაც კი უპირისპირდებიან, მათ შორის ველოსიპედის ბილიკების დაყენებას, მეტროს შესწავლას, მანჰეტენის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობის შემსუბუქებას და ისტ-რივერის ხიდების დაგეგმვას.

მისტერ სიდამონ-ერისთავი, რომელიც კონის სახელით იყო ცნობილი, 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სამ გუბერნატორთან ერთად, მეტროპოლიტენის სატრანსპორტო ორგანოს წევრად მსახურობდა, იმ დროს, როცა 1974 წლიდან, გუბერნატორად მალკოლმ ვილსონი დაინიშნა.

ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს,1989 წლიდან 1993 წლამდე, მისტერ სიდამონ-ერისთავი, ნიუ იორკის რეგიონის გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა - ოფიციალურად ორ რეგიონში, რომელიც მოიცავს ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსის, პუერტო რიკოს, ვირჯინიის კუნძულების და რვა ტომობრივი ერები.

width=600

იგი ხელმძღვანელობდა პროგრამებს, რომლებიც ეხებოდა ჰაერისა და წყლის დაბინძურების კონტროლს, სამრეწველო გამონადენსებს, ტოქსიკურ ნივთიერებებს, პესტიციდებს და ოკეანეში გამონადენს, აგრეთვე ფედერალურ სუპერფუნდას სახიფათო ტერიტორიების დასუფთავების მიზნით.

იგი ამავე დროს, საკამათო პროგრამის მთავარი დამცველი იყო, რომლის თანახმად, ნიუ-იორკმა, ფედერალური სამართალდამცველებისგან, მიიღო უარი, რომ ყველა ქალაქში წყალი გაეფილტრა. ბ-ნი სიდამონ-ერისთავი ეწინააღმდეგებოდა „EPA“– ს არსებით გადაწყვეტილებას, რომ  ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილის მოსახლეობის განვითარების შეზღუდვისთვის, თავად ქალაქმა უნდა აანაზღაუროს, რაც საფრთხეს უქმნის ქალაქის წყალსაცავებს.

ქართველი პრინცი, კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი დაიბადა მანჰეტენში - 1930 წლის 28 ივნისს და გაიზარდა ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ჰაილენდ ფოლსში - მდინარე ჰუდსონის მახლობლად, ვესტ-პოინტში.   

კონის მამა, პრინცი სიმონ სიდამონ-ერისთავი, პირველი მსოფლიო ომის დროს, იმპერიული რუსეთის არმიის ოფიცერი და საქართველოს დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდში, საქართველოს არმიის შტაბის უფროსი იყო;

width=600

იგი აშშ-ში ემიგრაციაში მას შემდეგ წავიდა, რაც ბოლშევიკური პარტია 1921 წელს საქართველოში შეიჭრა. (ქართველი სიდამონ – ერისთავის ორიგინალური რუსირებული ვერსია არის, მისი გვარი და ტიტული. ​​ერისთავი ქართულად ითარგმნება, როგორც „ხალხის თავი,“ - ამბობს ენდრიუ სიდამონ-ერისთავი.

სიმონ ერისთავი, აშშ-ში ანა ტრეისიზე დაქორწინდა, რომელიც მე –19 საუკუნის შუა პერიოდის ამერიკელი დიპლომატ - ჯონ ბიგელოუს შთამომავალი იყო. 

ამერიკაში დაბადებულ შვილებზე, სიმონ სიდამონ-ერისთავი წერდა: - „გულით დავრჩი ქართველად, ჩემს ახალ სამშობლოს ვუძღვენი უძვირფასესი ძღვენი-ორი ამერიკელი, ქართული სისხლით“.

სიკვდილამდე რამოდენიმე წლით ადრე, სიმონმა დაწერა მემუარები, რომლებშიც არის ძვირფასი ცნობები ქართველ ემიგრანტებზე ამერიკაში და მათ მოღვაწეობაზე.

width=600

2015 წლის 2 ოქტომბერს, სიმონ ერისთავის შთამომავლებმა, ჰოვერის ბიბლიოთეკას და არქივს სიდამონ-ერისთავის ბიბლიოთეკა გადასცა საჩუქრად

width=600 -  მდიდარი რესურსი საქართველოს, კავკასიისა და რუსეთის იმპერიის ისტორიის შესახებ, არაჩვეულებრივი, იშვიათი და უნიკალური ტიტულებით, რომლებიც მოიცავს ქართული კულტურის ყველა ასპექტს, მათ შორის, პამფლეტებსა და პერიოდულ გამოცემებს. 

width=600

ახალგაზრდა კონი, ნიუ-იორკის შტატში, დუტჩის ოლქის მახლობლად მდებარე მილბრუკის სკოლაში სწავლობდა. პრინსტონში შეისწავლა საინჟინრო გეოლოგია. მანამდე, მსახურობდა ჯარში - კორეის ომში, სდაც ბრინჯაოს ვარსკვლავით დააჯილდოვეს. 1957 წელს, კოლუმბიაში დაამთავრა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, იგი მუშაობდა ბ-ნი ლინდსიის აღმასრულებელ თანაშემწედ, რომელიც მაშინ კონგრესმენი იყო, რაც დაეხმარა, ქალაქის მერის თანამდებობაზე, მისი შემდგომი კამპანიის ორგანიზებაში. მისი პირველი სამუშაო, ლინდსიის ადმინისტრაციაში იყო, როგორც ასისტენტი, პატრონაჟის განაწილების საკითხებში.

1990-იან წლებში მისტერ სიდამონ-ერისთავი, ეროვნული საზოგადოება „Audubon“-ის პირველი სახელმწიფო ფილიალის - „Audubon New York“– ის წარმომადგენელი იყო, რომელმაც გზა გაუხსნა სხვა სამთავრობო უწყებებს-  რაც საშუალებას აძლევდა ორგანიზაციებს, რომლებიც ხელს უწყობდა ფრინველების, ველური ბუნების და მათი ჰაბიტატების დაცვას და მართვას, უფრო მეტად ორიენტირებული ყოფილიყო, ადგილობრივ სივრცეში.

მისტერ სიდამონ-ერისთავს, მისი ვაჟის ენდრიუს გარდა, ყოფილ მეუღლესთან ენ ფუპსისთან, რომელთანაც 1957 წელს დაქორწინდა, ჰყავს ორი შვილი სიმონი და ელისაბედი - ასევე, რვა შვილიშვილი.

width=600

”ის იყო ერთ-ერთი ეფექტური, და ასევე მიმზიდველი ლიდერი. ის „მძიმეწონიანი“ ადამიანი იყო. მას საოცარი განსჯის უნარი ჰქონდა და ამავე დროს, უჩვეულოდ კარგი კომპანიონი. კონი, ჩემი მეუღლის ყველაზე საყვარელი პარტნიორი იყო, ცეკვის დროს”., - ამბობს ბ-ნი რეილი - „E.P.“-ის ყოფილი შეფი. 

ნიუ-იორკის მოსახლეობა, ყოველთვის პატივს სცემდა კონსტანტინე სიდამონ-ერისთავის მოღვაწეობას და კონის საპატივცემულოდ, ვიდეოროლი გამოაქვეყნა, რომელიც 2009 წლის 4 ნოემბერს მომზადდა, როცა მას გარემოს შენარჩუნებისთვის, „ტომას ვ. კიზი-უმცროსის სახელობის პრემია“ გადაეცა. რეზოლუცია, ამ ვერსიაზე არ არის დიდი, მაგრამ ვიდეოს საშუალებით, შესანიშნავ ადამიანს - კონი სიდამონ-ერისთავს გაიცნობთ, რომელსაც გარემოს განვითარებასა და შენარჩუნებაზე, უდიდესი წვლილი მიუძღვის. 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 10 სექტემბერს, კონის ვაჟი, სიდამონ სიდამონ-ერისთავი, ნიუ-იორკში დაიან ლეინის საპატივცემლოდ მიძღვნილ „OCEANA 2019“-ის გალა კონცერტს დაესწრო, რომელსაც ასევე ტედ დანსონი და სიუზან როკფელერი ესწრებოდნენ.

width=600

(NEW YORK, NY - 10 სექტემბერი: ტედ დანსონი (C) და სიუზან როკფელერი - ფოტოს ავტორები - შონ ზანი და პატრიკ მაკმალანი).

ავტორი: რუსა ღვანიძე