იაპონიის იმპერატორმა ნარუჰიტომ, ტახტზე ასვლის რიტუალი, ოფიციალურად განაცხადა, რომელიც მრავალსაუკუნოვანი ცერემონიის ნაწილია. ცერემონიას, მთელი მსოფლიოდან, ორასზე მეტი ღირსეული წარმომადგენელი ესწრებოდა.
„CNN“-ის ინფორმაციით, იაპონიის იმპერატორმა ნარუჰიტომ, ტახტზე ასვლა ოფიციალურად გამოაცხადა. სახელმწიფოს მეთაურმა, ქვეყნის მართვა მაისში დაიწყო, მას შემდეგ რაც მამამისმა, აკიჰიტომ ტახტი შვილს დაუთმო. ბოლო 200 წლის განმავლობაში, ის პირველი იმპერატორია, რომელიც პოსტიდან გადადგა. 59 წლის ნარუჰიტომ, ტოკიოს საიმპერატორო სასახლეში, მსოფლიოში მისი სტატუსის შეცვლა აღნიშნა, როგორც რიტუალების ტრადიციების ცერემონიალი - სოკუი ნო რეი“(Sokui no Rei).
ტექსტის წაკითხვის შემდეგ, ნარუჰიტომ, იმპერიული ოჯახის აუდიტორიის წინაშე ტახტზე ასვლის წინ ფიცი დადო:
„ამით გარწმუნებთ, რომ ვიმოქმედებ კონსტიტუციის შესაბამისად და შევასრულებ ჩემს მოვალეობას, როგორც იაპონიის ხალხის სახელმწიფოსა და ერთიანობის სიმბოლოს, ყოველთვის მსურს ხალხის ბედნიერება და მშვიდობა მთელს მსოფლიოში,
ჩემი აზრები გავუზიარო ხალხს და მათ გვერდით ვიდგე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხის სიბრძნის და დაუღალავი ძალისხმევის წყალობით, ეძებს შემდგომ განვითარებას და ხელს უწყობს მეგობრობას და მშვიდობას საერთაშორისო საზოგადოებაში, ისევე როგორც კაცობრიობის კეთილდღეობასა და აყვავებას.”, - განაცხადა ნარუჰიტომ.
ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის წინ, სიტყვით გამოვიდა, იაპონიის პრემიერ მინისტრი სინზო აბე, შემდეგ დაბლა დაეცა და შესძახა: „გაუმარჯოს იმპერატორს!.
როდესაც ნარაჰიტო ტახტზე ავიდა, მას, ძვირფასი ქვებით მოჭედილი უძველესი მახვილი მიართვეს, რომელიც გადმოცემის თანახმად, იაპონიის პირველ იმპერატორ ჯიმმუს მითიურ წინაპარს ეკუთვნოდა, რომელიც დაახლოებით 2700 წლის წინ მეფობდა. ლეგენდარული რვაკუთხა სარკესთან ერთად, იაპონიის სამეფო რეგალიას ქმნიან, ანუ სამ წმინდა საგანძურს. ხმალი და ძვირფასი ქვა იმდენად წმინდაა, რომ ასეთი რამ საზოგადოებას არასოდეს უნახავს.
ნარუჰიტომ, მილოცვები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო წარმომადგენლების მხრიდანაც მიიღო. დღის დასაწყისში, ნარუჰიტოს საიმპერატორო სასახლეში, სინტოს სალოცავებზე სალოცავად, თეთრი სამოსი ეცვა.
2019 წლის 22 ოქტომბერს, იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო, ლოცვის შემდეგ, თეთრ ხალათში გამოწყობილი კაშიკოდოკოროში მიბრძანდება, რომელიც ტოკიოს საიმპერატორო სასახლის სამი სალოცავიდან ერთ-ერთია.
ტახტზე ასვლის ცერემონიას ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი და ჰონგ კონგის შეიარაღებული ლიდერი კერი ლამი ესწრებოდნენ.
სტუმრების სიაში ასევე იმყოფებოდა სამხრეთ კორეის პრემიერ მინისტრი ლი ნაკ-იონი, მიუხედავად სამხრეთ კორეასა და იაპონიას შორის არსებული სავაჭრო უთანხმოებისა.
ცერემონიის დასრულების შემდეგ, სასახლეში საიმპერატორო ბანკეტი გაიმართება.