რა მიზნით იგეგმება ბრიტანეთის სკოლებში, კრივის გაკვეთილების სავალდებულო სწავლება

17:46 10-22-2019
61

დიდი ბრიტანეთის სკოლებში, კრივის სწავლება იმ მიზნით დაიგეგმა, რათა დაეხმარონ დანით ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლას.

„კრივის გაკვეთილები, როგორც სავალდებულო სწავლება, ბრიტანეთის ყველა სკოლაში უნდა დაბრუნდეს,“ - აცხდებენ ცივი იარაღის გამოყენების მოწინააღმდეგეები.

„The Sun“-ის ინფორმაციით, ინიციატივა - „ხელთათმანებით ზემოთ, ძირს დანები“(In Gloves Up, Knives Down)– ში ნათქვამია, რომ კრივის სწავლება ადრეულ ასაკში, ბავშვებსი დისციპლინას გამოიმუშავებს.

ამტკიცებენ, რომ სპორტი - და ბავშვების წახალისება, იმ დრომდე, ვიდრე ასწავლიან მათ, როგორ უნდა იბრძოლონ - შეიძლება, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გასაღები აღმოჩნდეს.

ჯგუფის აზრით: ”კრივი შეიძლება პოზიტიური იყოს, დანის რისკის ქვეშ მყოფი ახალგაზრდებისთვის, პოზიტიური მოქმედების უზრუნველსაყოფად. 

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ დისციპლინამ და პატივისცემამ, რასაც კრივში ისწავლით, შეიძლება დადებითად იმოქმედოს ახალგაზრდების ცხოვრებაზე, ასწავლიან მათ ცხოვრების უნარს, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს.

სპორტი, 1960-იანი წლების დასაწყისიდან, ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებზე, არ იყო სავალდებულო კლასებში და შემდეგ კი, თანდათანობით შეწყდა.

ამ კვირაში შექმნილმა პეტიციამ, 2000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა, რომლებიც ხელახალ წარდგენას მოითხოვენ.

ჯგუფი ტვიტში პეტიციით გამოვიდა და პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონის შესახებ განაცხადა: ”შეხედე ამ ბორისს, მოდით, სკოლაში დავუბრუნდეთ კრივს, რათა ბავშვებმა თავი თავდაჯერებულად იგრძნონ და ამავე დროს, ასწავლონ მათ დისციპლინა და სტრუქტურა.”

ცნობილმა მებრძოლებმა დევიდ ჰეიმ, ტაისონ ფიურმა და ენტონი ფაულერმა, დაარსების დღიდან ხელი შეუწყეს ინიციატივას -  „Gloves Up Knives Down“.

აქტივისტები აცხადებენ, რომ მათი მიზანია „დანაშაულის შემცირება, რომელიც დაკავშირებულია დანასთან და კრივის გზით, ახალგაზრდების წახალისება”.

ავტორი: რუსა ღვანიძე