„ამბობენ, რომ ბავშვების გამო ეშინიათ“ - ათასობით ქურთი მშვიდობიანი მოქალაქე ჩრდილოეთ სირიაში გარბის - ვიდეო

11:41 10-23-2019
65

ათასობით ქურთი მშვიდობიანი მოქალაქე, ჩრდილოეთ სირიაში მას შემდეგ გაიქცა, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა, აშშ-ის ჯარისკაცებს ჯარების გაყვანა უბრძანა, რაც გზას უხსნის თურქეთის სამხედრო შეტევას რეგიონში.

width=600

„CNN International“ - ის ინფორმაციით, ქურთი მშვიდობიანი მოქალაქეები ჩრდილოეთ სირიაში გარბიან, მიუხედავად იმისა, რომ წასასვლელი არსად აქვთ.

ქურთები, შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირეები იყვნენ, ISIS- ის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ახლა, ისინი თავს მიტოვებულად გრძნობენ.

„ისინი ამბობენ, რომ ბავშვების გამო ეშინიათ. ჩვენ ჩრდილოეთ სირიაში ქაოსში ვართ, როდესაც ოჯახები, თავიანთ დაღუპულებს მარხავენ, გარბიან, იმისდა მიუხედავად, რომ მათ არ იციან სად არის უსაფრთხო ადგილი და სად შეუძლიათ დაიძინონ“.

width=600

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, სირიის ჩრდილოეთიდან ათასამდე ამერიკელი სამხედროს გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ამის გამო, ოპონენტებმა, ტრამპი, ამერიკელების მოკავშირე ქურთების ღალატში დაადანაშაულეს.



ავტორი: რუსა ღვანიძე