„ბრავო მარინა და ნატაშა!“ - "იმღერე რამე" შვედი ქალბატონების საოცარი შესრულებით - ვიდეო

13:54 10-24-2019
183

სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, ირაკლი მიქაძემ ფეიბუქის პირად გვერდზე, შვედი ქალბატონების მიერ შესრულებული ქართული სიმღერა - იმღერე რამე გამოაქვეყნა, 

ამ ორი, შვედი ქალბატონის, ქართულად შესრულებულ სიმღერას, უამრავი გამოხმაურება და  საოცარად თბილი კომენტარები მოყვა: 

- „სუპერ გოგოები“.

- „ბრავო მარინა და ნატაშა! თქვენ საქართველოს ნამდვილი მეგობრები ხართ. ყველა ქართველს, ვინც მოგისმენს, შეგიყვარებს და მიესალმება საქართველოში!  პროფესიონალური მეგობრები, სულ სიმღერით და დროებით გევლოთ ქართველებთან ერთად! - წერს სოციალური ქსელში ლიანა სუტინენი. 

სოციალურ ქსელში გავრცელდა, შვედი  ქალბატონის ვინაობა - მარინა მორიცი, ნატა ბერტსი (სტოკჰოლმი).

შეგახსენებთ, რომ სიმღერა - იმღერე რამე, პირველად ქართულ მხატვრულ ფილმში მხიარული რომანი გაჟღერდა, კომპოზიტორ და მომღერალ ეთერ იოსებიძის შესრულებით - კომპოზიტორი გიორგი ცაბაძე, ტექსტის ავტორი პეტრე ბაგრატიონი, მთავარ როლებში მსახიობები - ხათუნა კოტრიკაძე, მეგი წულუკიძე, ელენე ჩოხელი. რეჟისორი ლევან ხოტივარი. 1972 წ. 



ავტორი: რუსა ღვანიძე