ცირკის დათვზე, რომელიც რუს მომთვინიერებელს თავს დაესხა, ელექტროშოკი გამოიყენეს - ვიდეო

16:39 10-24-2019
1475

ცირკის მსახიობი დათვი, ერთ-ერთი წარმოდგენის დროს თავს დაესხა რუს მწვრთნელს. ბავშვებმა შიშისგან ყვიროდნენ, სანამ ცხოველი ელექტროშოკით არ გათიშეს.

სანახაობის მონაწილე დათვი, ცირკის არენაზე მოულოდნელად გაგიჟდა და თავს დაესხა მის პირად მწვრთნელს. ურიკით მოსიარულე ყავისფერი დათვი, რუსეთში, კარელიის რესპუბლიკაში გაწვრთნეს.  

უცებ მხეცმა მის მწვრთნელს სახეში ძლიერად ჩასხო ტორი, ძირს დასცა და თავზე დაეცა.

width=600

ბავშვები, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე მეტრის მოშორებით ისხდნენ - დამცავი ბარიერის გარეშე, ყვირილი დაიწყეს, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ცირკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, გარეულ ცხოველს ფეხი ჩასცხო.

width=600

მიუხედავად იმისა, რომ 600 ფუნტიანი მხეცი, ელექტროშოკის საშუალებით გათიშეს, შეშინებლი მაყურებელი, ცირკის მთავარი გასასვლელისკენ გაიქცა.

დათვის მიერ დაგლეჯილი ტრენერი სავარაუდოდ დაშავდა, მაგრამ ამ ეტაპზე, დეტალებზე არ საუბრობენ.

27 წლის გალინა გურიეევამ, რომელმაც ქალაქ ოლონეცში საგანგაშო სცენა გადაიღო, განაცხადა: ”ჯერ კიდევ მიკანკალებს მუხლები, შოკში ვიყავი, რადგან უსაფრთხოების ღობე, მაყურებლებისთვის არ არსებობდა.

width=600

ერთ-ერთი მშობელი ამბობდა: - ”აუდიტორია პანიკამ მოიცვა და გაიქცნენ, მათ შორის მეც. ეს იყო დიდი დათვი და მათ, კონტროლი დაკარგეს. თავდაპირველად, ვიდეოს ჩაწერისას, რამდენიმე წამის განმავლობაში, ყველას ეგონა, რომ ეს სცენარი იყო. როდესაც ასისტენტმა, დათვის ცემა დაუწყო და ელექტროშოკი გამოიტანა, ხალხი პანიკაში ჩავარდა. ადგნენ და გასასვლელისკენ გაიქცნენ. ელეტროშოკის გამოყენების შემდეგაც კი, გაცეცხლებულ მდგომარეობაში მყოფი ცხოველი, არენაზე დარბოდა, რის გამოც ხალხი, კიდევ უფრო საშინელმა პანიკამ შეიპყრო. - ამბობენ მაყურებლები.

width=600

დათვი, ატრაქციონის „Anshlag Tent Circus“-ის ვარსკვლავია და ამ სპექტაკლის სახელწოდებაა - სპილოს ფეხები და ურიკა.

მათ არ დაიცავეს ბავშვები და მოზრდილები შესაძლო თავდასხმისაგან.

width=600

ამ ეტაპზე, პოლიცია და უსაფრთხოების წარმომადგენლები, ინციდენტის გამომწვევ მიზეზებს ადგენენ.

ცხოველების მიერ, ცირკში შესრულებული ცოცხალი წარმოდგენები, პოპულარობით სარგებლობს რუსეთში, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კამპანიების რიცხვი, აკრძალვის ან შეზღუდვის მიზნით, საკმაოდ შემცირებულია.

  

ავტორი: რუსა ღვანიძე