9 წლის ვუნდერკინდს, წალენჯიხელ ქაიან ბელქანიას, საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა, საჩუქარად ტელესკოპი გადასცა.
პირველი ლედი ამბობს, რომ ტელესკოპი, მის უფროს ვაჟს, ედუარდს ეკუვნოდა.
საუკეთესო ტელესკოპია, რომელიც ჩემს ვაჟს, ედუარდს ეკუთვნოდა. ახლა, შენ კოსმოსი უფრო დაგიახლოვდება. ის უკვე დიდი ბიჭია, ცოლი მოიყვანა და კოსმოსშიც აღარ იყურება. მას აღარ სჭირდება ეს ტელესკოპი და გადავწყვიტეთ, შენ გაჩუქოთ, - ამბობს სანდრა.
შეგახსენებთ, რომ ცხრა წლის ვუნდერკინდი ქაიან ბელქანია, რომელმაც ინტერნეტ სივრცე დაიპყრო, მეცნიერების შესწავლასა და კოსმონავტობაზე ოცნებობს. ამჟამად კი, პატარა ასტრონომი მზის სისტემის პლანეტების მოცულობასა და შემადგენლობას სწავლობს.
საჭირო ინფორმაციას ის ბიბლითეკასა და ინტერნეტში ეძებს. ქაიან ბელქანია, წალენჯიხის მეორე საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეა. ასტრონომიისა და მათემატიკის გარდა უყვარს ფიზიკა, თუმცა, როგორც გვეუბნება, ეს საგანი მეთერთმეტე კლასში ისწავლება და მას ამ დროისთვის პედაგოგი არ დასჭირდება. კოსმოსური ობიექტების შესწავლა 2 წლის წინ დაიწყო. როგორც თვითონ ჰყვება, თავდაპირველად მეათე პლანეტით დაინტერესდა, რომელიც, მისივე სიტყვებით, მზის სისტემიდან „გააძევეს“.