რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა Zombie Boy-ის გარდაცვალების რეალური მიზეზი.
კანადელი კორონერი აცხადებს, რომ 2018 წელს მოდელისა და მხატვრის რიკ ჯენესტის გარდაცვალება, უბედური შემთხვევა იყო. გამომძიებლის პროტოკოლის თანახმად, ტატუ-მოდელს, რომელიც ცნობილია როგორც Zombie Boy, თვითმკვლელობა არ ჩაუდენია.
მოდელი, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა - იგი მეოთხე სართულის აივნიდან გადავარდა, სადაც სიგარეტის მოსაწევად იყო გასული. Zombie Boy-ს სისხლში, ალკოჰოლის მაღალი დონე და მარიხუანას კვალი აღმოაჩინეს. მეგობრებისა და ნაცნობების თქმით, ჯენესტს მოწევა უყვარდა, მოაჯირზე იჯდა - მისმა ხუმრობამ, სიცოცხლისთვის სასტიკი შედეგი გამოიღო.
იგი ცნობილი იყო სხეულის ფართო ხელოვნებით, მათ შორის ძვლებისა და ორგანოების ტატუებით, რომლებიც სხეულის უმეტეს ნაწილს მოიცავდა.
ჯენესტი, პირველად 2011 წელს ლედი გაგას „Born This Way“-ის ვიდეოში გამოჩნდა და ამავე დროს, ეპიზოდური როლი შეასრულა 2013 წლის ჰოლივუდურ ისტორიულ ფენტეზი ფილმში „47 რონინი“.
იგი ასევე გახდა მოდელი მას შემდეგ, რაც ფრანგი მოდის დიზაინერის ტიერი მაგლერის შემდეგ, გამოჩნდა „Vogue Japan“- ში და აგრეთვე იყო მოდის ეტიკეტის „Rocawear Jay-Z“- ის სახე.
შეგახსენებთ, რომ რიკის მთელი სხეული ტატუთი ჰქონდა დაფარული, რის გამოც მისთვის პოდიუმზე და მოდის ინდუსტრიაში მოხვედრა წარმოუდგენელი იყო. ის მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო, მონაწილეობდა უამრავ შოუში და მთელი ცხოვრების მანძილზე, ახალ ტატუებს იკეთებდა. რითაც მთელი მსოფილიოს ყურადღება მიიქცია.
მის შესახებ შეიტყო, ლედი გაგას მოდის დირექტორმა და რიკი მის ერთ ერთ კლიპში აღმოჩნდა. მოგვიანებით, მამაკაცი jay-z ის მოდის სახედ იქცა და მისი ფოტოები, ისეთ ცნობილ ჟურნალ-გაზეთებში დაიბეჭდა, როგორიცაა „VOGYE“ და „GQ“ რიკმა ასევე კონტრაქტი გააფორმა „LOREAL“ თან და „DERMABLEND“ თან.
პოპულარული კანადელი მოდელი ცნობილი მეტსახელით Zombie Boy, 2018 წლის 1 აგვისტოს, მონრეალში მდებარე საკუთარ სახლთან გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, 32 წლის მოდელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
პოლიციიის განცხადებით, ბოლო პერიოდში რიკ ჯენესტს, სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. ამაზე მიუთითებს, მოდელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მომღერალ ლედი გაგას მიერ გამოქვეყნებული განცხადებაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ადამიანებმა მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რათა ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისადმი დამოკიდებულება შეიცვალოს.