მსოფლიო შვიდგზის ჩემპიონი ლევან საგინაშვილი, გადამწყვეტ ტურში რუს ჩემპიონ - ვიტალი ლალეტინთან იბრძლებს. „ტოპ - 8“-ს ფინალი 8 დეკემბერს, პოლონეთში, ქ. რუმიაში გაიმართება.
მკლავჭიდელმა რუსმა ჩემპიონმა ვიტალი ლალეტინმა, სოციალურ ქსელში ფოტო და პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ლევანს საბრძოლველად იწვევს: - „მზად ვარ შევერკინო ლევანს! (I am ready to pull with Levan! @vitalik_laletin @levansaginashvili).
რამდენიმე ხნის წინ, ქართველმა მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა უკრაინელი ოლიმპიური ჩემპიონის, ძალოსან ალექსეი ტოროხტის გადაცემაში მიიღო მონაწილეობა. უკრაინელმა სპორტსმენმა, „ქართველ ჰალკ“ ლევან საგინაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:
- რამდენია თქვენი სიმაღლე?
-ჩემი სიმაღლე 1მ 92 სმ-ია.
- ვის უფრო გავხარ, დედას თუ მამას - როგორი მშობლები გყავს?
-ჩემი მშობლები „ნორმალური“ ადამიანები არიან. უფრო, ბაბუას ვგავარ. მასაც ჩემსავით მსხვილი მუშტი ჰქონდა - ისიც სპორტსმენი იყო.
- ბავშობაში სპორტის რომელი სახეობით იყავი დაკავებული?
-ბავშვობაში, ფეხბურთს ვთამაშობდი ქუჩაში, ეზოს ბავშვებთან ერთად. წონაში 80 კილოგრამი ვიყავი.
- რა ასაკიდან დაიწყე წონაში მატება?
- 2013 წლიდან, წონაში მატება დავიწყე. ორი კვირის წინ, 177 კილოგრამს ვიწონიდი. ცოტა დავიკელი და ამ ეტაპზე - 170 კგ ვარ.
- ინერნეტში არის ვიდეო, სადაც 170 კილოგრამ გირს წევ.
- გეთანხმებით, აზიდვებს ვაკეთებ - დღეში ერთხელ 250 - ჯერ.
- რამდენი გაქვს წონა და მკლავის კუნთის გარშემოწერილობა?
- ჩემი სხეულის წონა - 170 კგ-ია, ბიცებსი(მკლავის კუნთის გარშემოწერილობა) - 61 სმ, მაჯის - 27.
- რამდენი კილოგრამის აწევა შეგიძლიათ?
ერთხელ, 170 კილოგრამი ავწიე. ვვარჯიშობ, კვირაში ერთხელ წყვილში, დანარჩენ დროს კი მარტო. აზიდვებით ვიწყებ, შემდეგ მკერდის და მაჯის ვარჯიშებით ვაგრძელებ. დღეში 3 საათის განმავლობაში, ბიცებსს ვავარჯიშებ.
- ეხლა მანქანის ხელით დაძრაში გამოგცდით.
ვიდეორგოლში კარგად ჩანს, თუ როგორ წევს ჩემპიონი მანქანას ხელით, სადაც საბარგულში, დამატებით 80 კგ-იანი დისკები დევს. ბენზინის ავზიც სავსეა. „ქართველმა ჰალკმა“ავტომობილი, რომელიც დაახლოებით 1800 კილოგრამს იწონის, ცალი ხელით დაძრა. როცა ჰკითხეს, თუ რა განწყობა ჰქონდა, ჩემპიონმა უპასუხა - „მსუბუქი ავტომობილია“.
- რამდენად მნიშვნელოვანია ამ სპორტში ტექნიკური მხარე, თუ არ ჩავთვლით ფიზიკურ ძალას?
თუ მხოლოდ ძალა გაქვთ და ტექნიკური მხარე სუსტად განვითარებული, ამ შემთხვევაში, რთულია მოგება. თუ ძლიერი არ ხარ, მხოლოდ ტექნიკის გამოყენებით, ვერ შეძლებ გამარჯვებას.
- ვინ არის ყველაზე დაბალწონიანი ტოპ 8-ს მკლავჭიდელებს შორის?
კიდირგალ ორგანბაევი ყევლაზე დაბალწონიანია - 105 კილოგრამს იწონის.
- რა შანსი აქვს რომ მოგოგოს.
ის, ძალიან სწარფი უნდა იყოს და ტაქტიკაც კარგად უნდა ჰქონდეს განვითარებული. მხოლოდ ამ შემთხვევაში მომერევა. როცა დღეში 4 საათს ვარჯიშობ, სავარაუდოდ, კარგ შედეგსაც დადებ.
ამ ინტერვიუს შემდეგ, ლევან საგინაშვილს და კიდირგალ ორგანბევს შორის ორთაბრძოლა გაიმართა, რომელიც ქართველი „ჰალკის“ გამარჯვებით დასრულდა. მსოფლიოს 7-გზის და ევროპის 6 გზის ჩემპიონმა ორივე ხელში, 15 სექტემბერს, ჩინეთში ქ. შენჟენში გამართულ ტურნირის - „ტოპ 8“-ს მეორე ეტაპი, წარმატებით დაასრულა და ყაზახი მოწინააღმდეგე - კიდირგალ ონგარბაევი 6:0 დაამარცხა.
„ტოპ - 8“-ს ფინალი 8 დეკემბერს, პოლონეთში, ქ. რუმიაში გაიმართება, სადაც მსოფლიო ჩემპიონი ლევან საგინაშვილი, გადამწყვეტ ტურში რუს ჩემპიონ - ვიტალი ლალეტინთან იბრძლებს.
შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო სააგენტო „პრაიმტაიმმა“, რამდენიმე ხნის წინ, მკლავჭიდელ ლევან საგინაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც სპორტსმენი მის წარმატებებზე საუბრობს და გულნატკენი ამბობს, სხვა ქვეყანაში წასვლას გეგმავს, რადგან აქ არ აფასებენ. სპონსორიც კი ვერ მოიძია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსოფლიო „ტოპ 8“ -ის მეორე ტურში გამარჯვებულ სპორტსმენს, საქართველოში დაბრუნებულს არავინ შეხმიანებია.