კვლევა: ვიკინგი ქალები სინამდვილეშიც არსებობდნენ

15:43 11-04-2019
179

მეცნიერებმა, 1000 წლის წინ მეომარი ვიკინგი მეომარი ქალის სახე აღადგინეს, რომელსაც თავის ქალაზე, ბრძოლის დროს მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. ქალი ნორვეგიაში საბრძოლო იარაღის მარაგთან ერთად იყო დაკრძალული./

width=600

თავის ჩონჩხი, რომელიც ნაპოვნია ნორვეგიაში, ვიკინგების სასაფლაოზე, სოლორში და ამჟამად ოსლოსში, კულტურის ისტორიის მუზეუმში ინახება.

მიუხედავად იმისა, რომ ქალის საფლავი დიდი ხნის წინ იყო აღმოჩენილი, სამარხი არ ითვლებოდა მეომრის ადგილად ”მხოლოდ იმიტომ, რომ ოკუპანტი, ქალი იყო”, - განუცხადა არქეოლოგ ელა შამახმა პორტალ „The Guardian”-ს.

მაგრამ ახლა, ბრიტანელმა მეცნიერებმა მეომერი „გააცოცხლეს“, სახის გამოცნობისას ახალი ტექნოლოგიები გამოიყენეს.  

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალი, სასიკვდილო იარაღიებით იქნა დაკრძალული, მათ შორის, ისრებით, მახვილით, შუბით და ნაჯახით.

მკვლევარებმა თავის არეში ნაიარევის კვალიც ნახეს, რომელიც ხმლით მიყენებულ ჭრილობას ჰგავს.

გაურკვეველია, გახდა თუ არა ტრავმა მისი გარდაცვალების მიზეზი, მაგრამ ითვლება, რომ ის არის „პირველი მტკიცებულება, რომელიც ვიკინგმა ქალმა ტრავმით მიიღო“, - ამბობს ას-შამჰი.

მან ასევე დაამატა: - ”მე ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც 1000 წლის განმავლობაში არავის უნახავს და... იგი მოულოდნელად გახდა ნამდვილი.”

ექსპერტი, რომელიც უძველეს ადამიანთა ნაშთების სპეციალისტია, დაიწყო დოკუმენტური ფილმის გადაღება „National Geographic“-ის რეკონსტრუქციის შესახებ.

ქალის სახე, კუნთებისა და კანის მკვდარი უჯრედების ექსფოლიციის შედეგად აღადგინეს.

დოქტორი კაროლინა ეროლინი, დანდის უნივერსიტეტის უფროსი ლექტორი ანატომიისა და იმ პირთა იდენტიფიკაციისთვის, რომელიც რეკონსტრუქციაზე მუშაობდა აღნიშნავს: ”მიღებული რეკონსტრუქცია, არასოდეს არის 100 პროცენტით ზუსტი, მაგრამ საკმარისია აღიაროს ადამიანი, ვინც კარგად იცნობდა მათ რეალურ ცხოვრებაში“. 

კაროლინამ ახალი ტექნოლოგიით განაახლა ასევე ქალის საფლავი, სადაც იარაღი იყო განთავსებული.  

დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ მოგზაურობს მადამ ალ-შამახი სკანდინავიის გარშემო, იკვლევს ვიკინგების სამარხების ადგილებს და იყენებს ვიზუალიზაციის ტექნიკას, შინაარსის დასაბრუნებლად.

ქალბატონმა ალ-შამაჰმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქალები, ხელჩართულ ბრძოლაში მონაწილეობას რისკავდნენ, მათ შეეძლოთ თავიანთი ცხენებიდან, დიდი დისტანციიდან სასიკვდილო ისრების სროლა, რითაც ისინი გათანაბრებულები არიან მამაკაცის კონსტრუქციებთან.

ვიკინგის ექსპერტისა და არქეოლოგიური პროექტის კონსულტანტმა პროფესორმა ნილ ფასიმ ასევე დასძინა: ”ვიკინგების სამყაროში ბევრი სხვა საფლავიც არსებობს... თუ უფრო მეტს ვიპოვით(ქალი მეომრები), ჩემთვის გასაკვირი არ იქნება. 

დოკუმენტურ ფილმს „ვიკინგი მეომარი ქალები“(Viking Woman Warrior) „National Geographic“– ის პირდაპირ ეთერში 3 დეკემბერს ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმეწლიანი დავისა და დებატების შემდეგ, შვედი მკვლევარები კიდევ უფრო დარწმუნებული არიან, რომ ქალი ვიკინგი მეომრები ერთ დროს მართლაც არსებობდნენ. 2017 წლის სადავო აღმოჩენას მეცნიერებმა ხელახალი ანალიზები ჩაუტარეს და დაასკვნეს, რომ ვიკინგ მეომართა მე-10 საუკუნის სამარხში აღმოჩენილი ე. წ. ბირკას ჩონჩხი, სინამდვილეში მართლაც ბიოლოგიურად მდედრობითი სქესის წარმომადგენელს ეკუთვნის. ბირკა მნიშვნლოვანი სავაჭრო ქალაქი იყო ვიკინგების ხანაში, თანამედროვე შვედეთის ტერიტორიაზე.

2017 წელს, ძვლების უძველესი დნმ-ის ანალიზებმა გამოავლინა, რომ ჩონჩხი ნამდვილად ქალის იყო და ვიკინგი მეომარი ქალები არა მხოლოდ მითოლოგიაში, არამედ სინამდვილეშიც არსებობდნენ.

  

ავტორი: რუსა ღვანიძე