55 წლის ვარსკვლავი კიანუ რივზი, საზოგადოების წინაშე 46 წლის მხატვარ, ალექსანდრა გრანტთან ერთად, გალა კონცერტზე პოზირებდა. ფოტოებიდან ჩანს, რომ წყვილი, მხიარულად გამოიყურება.
მსახიობის და მხატვარ ალექსანდრა გრანტს შორის ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, როცა წყვილი, ლოს-ანჯელესში „LACMA Art + Film Gala“ ზე ერთად გამოჩნდა, მაგრამ ცნობილია, რომ 2019 წლის დასაწყისიდან ერთად არიან.
კიანუს და ალექსანდრას თითქმის ათი წელია, მეგობრული ურთიერთობები აქვთ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიანუს ყოველთვის სურდა, რომ მათი რომანი ღია ყოფილიყო.
გამოდის, რომ რამდენიმე ხნის წინ, მათი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა, თუმცა საზოგადოება ვერ ასახელებს, რომანის დასაწყისის ზუსტ თარიღს.
”წლის დასაწყისში დაიწყეს ურთიერთობა. კიანუზს სურს, რომ ღიად გააზიაროს თავისი ცხოვრება. ის ძალიან ბედნიერი და მადლიერია იმის გამო, რომ მის ცხოვრებაში არსებობს ალექსანდრა,” - აცხადებს სანდო წყარო.
რამდენიმე თვის წინ კი, Saint Laurent“ - მამაკაცის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია 2020 შოუს დროს, რომელიც მალიბუში Paradise Cove Beach- ზე ჩატარდა, წყვილი კამერებს ემალებოდა.
ერთად, პირველად 2011 წელს გამოჩნდნენ, როცა ალექსანდრა, რივსის წიგნის „ოდა ბედნიერებას“ გამოშვების დროს თანამშრომლობდა, სადაც გრანტმა ილუსტრაციები გააფორმა. პროექტი, მხატვრისთვის პირველი და რივზისთვისაც, როგორც მწერლის, პირველი წიგნი იყო.
კიანუმ დაადასტურა, რომ მისი ალექსანდრასთან ურთიერთობა, მეგობრობაზე მეტი იყო, როდესაც მან წითელ ხალიჩაზე ხელი გაუწოდა და თან, სიყვარულით სავსე თვალებით უყრებდა.
სანდო წყარომ „ET“- ს განუცხადა, რომ წყვილი მხიარულობდა და კარგ დროს ატარებდა.
მათ აღიარეს, რომ ერთმანეთი 1994 წელს, ფილმის გადაღების დროს შეუყვარდათ, მაგრამ ამავე დროს ამტკიცებენ, რომ არასდროს შეხვედრიან ერთმანეთს.
კიანუ, 80-იან წლებში რეჟისორ სოფია კოპოლასთან დააფიქსირეს, მას შემდეგ, რაც ერთმანეთი შეუყვარდათ ბრამ სტოკერის „დრაკულას“ გადაღებებზე, რომლის რეჟისორი, სოფიას მამა ფრენსის ფორდ კოპოლა იყო.
რივსის ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობა, მსახიობ ჯენიფერ საიმთან ჰქონდა. მათი სასიყვარულო ურთიერთობები 1998 წელს დაიწყო. 2001 წელს საიმი ლოს-ანჯელესში, საკუთარი ავტომობილით ავარიას ემსხვერპლა - ის, მხოლოდ 28 წლის იყო.