ქართული დემოკრატიის საზომი უკანალზე გადის, ბატონებო?! - დეკანოზი გიორგი რაზმაძე ელჩებს მიმართავს

13:34 11-11-2019
253

„მივმართავ პირველ რიგში ელჩებს და მათთან მაქვს ასეთი შეკითხვა: ქართული დემოკრატიის საზომი, შენდობას ვითხოვ მაგრამ ეს სიტყვა უნდა გამოვიყენო და ვთქვა, ადამიანის უკანალზე გადის ბატონებო?“,- ამის შესახებ დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ „პრაიმტაიმში“ გამართულ პრესკლუბში განაცხადა.

დეკანოზი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ნუ აზარალებენ ქართულ სახელმწიფოს, რადგან ამ უზნეობაზე მათ აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება.

„განცხადებით მივმართავ ელჩებს და საქართველოს ხელისუფლებას, რომლებმაც ამ უმსგავსობას მხარი დაუჭირეს და მათი დაფინანსებით მოხდა ამ ფილმის ჩვენება. მივმართავ პირველ რიგში ელჩებს და მათთან მაქვს ასეთი შეკითხვა: ქართული დემოკრატიის საზომი, შენდობას ვითხოვ მაგრამ ეს სიტყვა უნდა გამოვიყენო და ვთქვა, ადამიანის უკანალზე გადის ბატონებო? თუ მართლა გაწუხებთ ჩვენი ბედ-იღბალი, ეს თანხები იქნება დაგვეხარჯა ფაბრიკა-ქარხნებისთვის, მოგეწვიათ ინვესტორები და ქართველებს ეკონომიკურად დახმარებოდით, რომ თქვენს ქვეყნებში არ ჩამოსულიყვნენ და თქვენი მოხუცებისთვის მოვლა არ დაეწყოთ. მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი ხელისუფლება ზეწოლის ქვეშ იმყოფება საელოჩოების მხრიდან, განსაკუთრებით კი აშშ-ის საელჩოს მხრიდან“, - აცხადებს დეკანოზი გიორგი რაზმაძე.

8 ნოემბრის მოვლენებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება 4 ფაქტზე დაიწყო. 

ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა. 

ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს.