დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების აქცია გაიმართება

09:48 11-14-2019
37

დღეს, 17:00 საათზე, დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ქ. თბილისში, თავისუფლების მოედანზე (თავისუფლების 2, ქ. თბილისის საკრებულოს შენობის წინ)  დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლების აქცია გაიმართება. ჩატარდება მსვლელობა, დიაბეტის შესახებ საგანმანთლებლო მასალების გავრცელება, საჰაერო ბუშტების გაშვება და ა.შ. აღნიშნული აქტივობა იმართება პროექტის „დიაბეტის გართულებების ადრეული პრევენციის და მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობა“ ფარგლებში. 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:  

სიმონ გაბრიჭიძე- პროექტის მენეჯერი.                                                                ტელ: 2912699, მობ: 599 969463.                                                                  ელ. ფოსტა gabritchidzes@gmail.com

ნინო კარანაძე - ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, გენერალური დირექტორი

მობ: 599 763878                                                                                            ელ.ფოსტა: nino.karanadze@hotmail.com