შოთა რუსთაველი „ყველა დროის საუკეთესო მწერლებს“ შორის პირველ ადგილზეა

18:13 11-14-2019
396

შოთა რუსთაველი - XII საუკუნის დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა „ვეფხისტყაოსანი“, „ყველა დროის საუკეთესო მწერლების“ რეიტინგის ლიდერია.

width=600

პორტალ „Ranker“-ის ვებგვერდზე მიმდინარე ინტერეტგამოკითხვაში, რომელშიც 328 600 მკითხველმა მიიღო მონაწილეობა, „ყველა დროის საუკეთესო მწერლების“ რეიტინგში, შოთა რუსთაველი პირველ ადგილზეა.

„კალამი, მართლაც ხმალზე უფრო ძლიერია და თუ წიგნის მოყვარული ხართ, იცით რომ ეს ასეა. ისტორიის ზოგიერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანებიდან იყვნენ ისეთი ავტორები, რომლებიც წერდნენ ყველა დროის ყველაზე მნიშვნელოვან ლიტერატურულ და პოლიტიკურ ნაწარმოებებს. მწერლებმა შექმნეს კაცობრიობის ისტორია, დაიჭირეს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენა და ღრმად ასახეს ჩვენს გარშემო მყოფი ცვალებადი სამყაროს კულტურა. ვინ არიან ყველა დროის საუკეთესო მწერლები? ხმის მიცემა იმ ავტორებისთვის, რომლებიც, შენი აზრით, საუკეთესოა და ნახე, როგორ ფასდება ისინი!

ავტორთა ამ ჩამონათვალში წარმოდგენილია საუკეთესო მწერლები, მათ შორის უილიამ შექსპირი, ჯეინ ოსტინი, ემილი ბრონტე, ჯეფრი ჩოსერი, ჰომეროსი, ჯოზეფ კონრადი, ჩარლზ დიკენსი, ჰერმან მელევილა, უილიამ ფოლკნერი და ედგარ ალან პო. ხმა მიეცით ყველა დროის საუკეთესო ავტორებს ან დაამატეთ მწერალი, რომელიც ფიქრობთ, რომ საუკეთესოა, ვინც ამ სიაში ჯერ არ არის“ - წერს „Ranker Books“-ის გვერდი. 

Ranker-ის ინფორმაციით - გამოკითხვა გრძელდება!

ავტორი: რუსა ღვანიძე