ბელგიელი ბიჭი, ბაკალავრის ხარისხის მოპოვებას 9 წლის ასაკში აპირებს. მისი ინტელექტის კოეფიციენტი(IQ) - 145 ქულამდე შეაფასეს. ცნობილია, რომ 125-ზე მეტი ქულის დაგროვებას, მოსახლეობის დაახლოებით 5% ახერხებს მხოლოდ.
CNN-ის ინფორმაციით, ლორან სიმონსი ეინდჰოვენის ტექნოლოგიის უნივერსიტეტში(TUE), ელექტრო ინჟინერიის სპეციალობას ეუფლება, რომელიც საშუალო კოლეჯის სტუდენტისთვისაც კი, საკმაოდ რთულია.
სასწავლებლის თანამშრომლებმა მოსწავლეს, რომელსაც „უბრალოდ ექსტრაორდინალური“ უწოდეს, ტრენინგის დასრულებას დეკემბერში აპირებს.
ამის შემდეგ კი, „სამაგისტრო სკოლაში ელექტრო ინჟინერიის სწავლის გაგრძელებას გეგმავს, რომელიც პარალელურად სამედიცინო განათლებას იღებს,“ - ამბობს მამა.
მისი მშობლები, ლიდია და ალექსანდრე სიმონსები ამბობენ, რომ ფიქრობდნენ, ლორანის ბებია-ბაბუა აზვიადებდნენ, როდესაც ამბობდნენ, რომ ის დაჯილდოებულია ზებუნებრივი ნიჭით, მაგრამ მისი მასწავლებლები, ამ საკითხზე მალევე შეთანხმდნენ.
”ლორანში, მათ განსაკუთრებული რამ შენიშნეს,” - ამბობს ლიდია.
ლორანს ტესტი ჩაუტარეს, რადგან მისი პედაგოგები, ცდილობდნენ დაედგინათ მისი ნიჭის ხარისხი. „მათ გვითხრეს, რომ მისი ტვინი, ყველაფერს ღრუბელივით „ისრუტავს“, - თქვა ალექსანდრემ.
მიუხედავად იმისა, რომ ლორანი ექიმების ოჯახიდან არის, მისმა მშობლებმა ვერ ახსნეს, რატომ არის მათი შვილი ვუნდერკინდი. მაგრამ ლიდიას, საკუთარი თეორია აქვს - „ორსულობის დროს, ბევრი თევზი შეჭამა“ - ხუმრობს დედა.
ლორანს, TUE-დან დაურეკეს და უთხრეს, რომ მას შეუძლია უფრო სწრაფად დაასრულოს კურსი, ვიდრე სხვა სტუდენტებმა.
„ამაში არაფერია გასაოცარი, ლორანი „უბრალოდ არაჩვეულებრივი ბიჭია. ის არის, ყველაზე სწრაფად მოაზროვნე სტუდენტი, რომელიც ჩვენ ოდესმე გვყოლია, ის არამხოლოდ ძალიან ჭკვიანი, ამავე დროს სწრაფად რეაგირებადია”- ამბობს TUE-ს ბაკალავრის განათლების დირექტორი სორდ ჰალშოფი.
ლორანმა CNN-ს განუცხადა, რომ მისი საყვარელი საგანი ელექტრო ინჟინერიაა და ის ასევე - „აპირებს მედიცინის გარკვეული სპეციალობის სწავლას“.
მისი წარმატებები, შეუმჩნეველი არ დარჩა და მისთვის უკვე, მთელ მსოფლიოში პრესტიჟულ უნივერსიტეტს ეძებენ, თუმცა ლორენის ოჯახს არ სურს დაასახელოს რომელი მათგანი მიიჩნევს მას, მეცნიერების კანდიდატად.
”ინფორმაციის დამალვა, ლორენისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ყურადღება კვლევასა და ცოდნის გამოყენებაზე გამახვილდება, ახალი საგნების აღმოჩენისთვის”, - ამბობს მამა.
მიუხედავად იმისა, რომ ლორანს აშკარად შეუძლია, უფრო სწრაფად ისწავლოს, ვიდრე უმეტესობას, მისი მშობლები ცდილობენ, რომ მას გართობის საშუალებაც მიცენ.
”ჩვენ არ გვინდა, რომ ის ძალიან სერიოზული ბავშვი იყოს. ის ყველაფერს აკეთებს, რაც მოსწონს, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ბალანსი, ბავშვის განვითარებასა და მის ნიჭს შორის.” - ამბობს ალექსანდრე.
ლორანი ამბობს, რომ ახალგაზრდების მსგავსად, უყვარს საკუთარ ძაღლ სემთან და ასევე, ტელეფონით თამაში.
ამასთან, 9 წლის ასაკის ბავშვებისგან განსხვავებით, მან უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რისი გაკეთება სურს ცხოვრებაში - ხელოვნური ორგანოების განვითარების კუთხით. ამავე დროს, ლორანმა უნდა დაასრულოს ბაკალავრის ხარისხზე მუშაობა და ამის შემდეგ, აირჩიოს სად გააგრძელებს სწავლას - რომელი აკადემიური ინსტიტუტი გადადგამს შემდეგ ნაბიჯს, მისი მშვენიერი „მოგზაურობის“ გასაგრძელებლად.
მანამდე კი, ლორანი, უდავოდ დამსახურებული არდადეგების გატარებას, იაპონიაში გეგმავს.