„შინდლერის სიის“ და „გლადიატორის“ პროდიუსერი ბრანკო ლუსტინგი გარდაიცვალა - რას ყვება მასზე სპილბერგი

18:30 11-15-2019
85

მსახიობი და პროდიუსერი ბრანკო ლუსტიგი 88 წლის ასაკში, ხორვატიაში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ, variety-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

width=600

სტივენ სპილბერგი ბრანკო ლუსტიგის გარდაცვალებას ეხმიანება და აცხადებს, რომ პროდიუსერი, გუშინ გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ ლუსტინგი, „შეინდლერის სიას“ სპილბერგთან და ჯერალდ მოლენთან ერთად ამზადებდა.

width=600

”გული გამისკდა, როდესაც გავიგე ბრანკოს გარდაცვალების შესახებ. ვუთანაგრძნობ მთლიანად მის ოჯახს და მეგობრებს. როდესაც პირველად შევხვდით ერთმანეთს, „შინდლერის სიის“ განსახილველად, იგი დაჟინებით მოითხოვდა, რომ მისი ჯილდოს მფლობელი ფილმების კრედიტები არარელევანტური იყო, და რომ მისი კვალიფიკაცია ფილმზე მუშაობისთვის მარტივი იყო. ხელზე, ოსვენციმში გაკეთებული  ტატუების რაოდენობას ვიხსენებ. მან უსიტყვოდ დამტოვა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მშვენიერი მეგობრობა, თითქმის სამი ათეული წლის წინ დაიბადა. ჰოლოკოსტის(გენოციდი) საშინელებათაგან თავის დაღწევა, მისი პირადი მოგზაურობა - იმედისა და განმტკიცების ტრიუმფია; ისტორია, რომლისკენაც ზოგიერთი თანამედროვე ადამიანი, წარმოუდგენელი გარემოდან მიისწრაფვის. ის ნამდვილად მენატრება,”- ამბობს სპილბერგი. 

ლუსტიგი ბავშვობაში, მეორე მსოფლიო ომის დროს, ომის ტყვე იყო საკონცენტრაციო ბანაკებში, ოსვენციმსა და ბერგენ-ბელსენში. შემდეგ იგი გახდა პროდიუსერი და მიიღო აკადემიის ჯილდო „შინდლერის სიის“ და „გლადიატორისთვის“.

width=600

„შინდლერის სია“, რომელიც სპილბერგმა გაუგზავნა, ოსკარ შინდლერის ამბავს მოგვითხრობს - გერმანელი ბიზნესმენის ისტორია, რომელმაც ჰოლოკოსტის დროს, 1000-ზე მეტი ებრაელის სიცოცხლე გადაარჩინა, საკუთარ ქარხნებში მათი დასაქმებით.

ლუსტიგმა, 1994 წელს, სიტყვით გამოსვლისას მადლიერება გამოთქვა და ემოციური განცხადება გააკეთა: ”მართალია, ოსვენციმის პერიოდი დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ  გარდაცვალების წინ, მათ მთხოვეს, რომ მომეყოლა (რა თქმა უნდა თუ გადავრჩებოდი), როგორ მოხდა ეს ყველაფერი”.

width=600

ლუსტიგმა თავისი „შინდლერის სია“ ოსკარ იად ვაშემს გადასცა საჩუქრად, ისრაელის ჰოლოკოსტის მემორიალს იერუსალიმში. იგი გაერთიანდა სპილბერგთან, ფონდ Shoah Foundation-ის პროექტის შესაქმნელად, რომელშიც 50 000-ზე მეტი გადარჩენილი ჰოლოკოსტის ჩვენებაა ჩაწერილი.

შეგახსენებთ, რომ ლუსტიგი, 1932 წლის 10 ივნისს, ხორვატიის ქალაქ ოსიეკში დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ის ჯერ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში, შემდეგ კი ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა. 1994 წელს, „შინდლერის სიის“ გამოსვლის შემდეგ, ლუსტიგი გახდა პირველი ხორვატი, რომელმაც „ოსკარის“ ჯილდო მიიღო. 

მოგვიანებით, მან კინოაკადემიის კიდევ ერთი პრემია ფილმისთვის „ჰანიბალი“ მიიღო. გარდა ამისა, მის ნამუშევრებს შორისაა ისეთი ცნობილი ფილმები, როგორებიცაა „გლადიატორი“ და „შავი ქორის დესანტები“.

1980-იან წლებში ლუსტიგი საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდა, თუმცა მოგვიანებით, ისევ ზაგრებში დაბრუნდა, სადაც საპატიო მოქალაქის წოდება მიიღო.

ავტორი: რუსა ღვანიძე