ესპანურმა ბრენდმა საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეების მსგავსი პერანგი შექმნა

10:16 11-25-2019
135

ესპანურმა მოდის სახლმა Loewe-მა შავ-თეთრ ხაზებში შეკერილი პერანგი და შარვალი ტანსაცმლის ხაზიდან მოხსნა.

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ტანსაცმელი საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეების სამოსელს შეადარეს. 

პერანგი და შარვალი ბრენმა მხატვარ უილიამ დე მორგანს მიუძღვნეს. ტანსაცმლის ღირებულება 1,8 ათასი დოლარია, თუმცა კრიტიკის შემდეგ  Loewe-მ ვებგვერდიდან მასზე ინფორმაცია წაშალა.