პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „გირჩის“ წევრების მიერ გამართულ აქციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ხატთმებრძოლეობა, კაცობრიობამ VIII საუკუნეში ჩააბარა წარსულს. ქართული ოპოზიცია ლიბერალიზმის სახელით, XXI საუკუნეში VIII საუკუნის სიბნელეშია ჩარჩენილი!!!” – წერს კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ „გირჩის” აქტივისტებმა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, აქცია-პერფორმანსი გამართეს.
სპეცრაზმი პარლამენტთან, დაახლოებით დილის 05:00 საათზე გამოჩნდა. მათ აქციის მონაწილეებს, პარლამენტის შესასვლელები დაატოვებინეს. გამოყენებული იყო წყლის ჭავლიც.