თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება - კარასინი

13:30 11-29-2019
564

დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისში გაიხსნება რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რომელიც უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში,- ამის შესახებ გრიგორი კარასინმა პრაღაში მოლაპარაკებების დასრულების რუსულ გამოცემა РИА Новости-ს განუცხადა.

„უდავოდ, რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რომელიც თბილისში დეკემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კულტურული ღონისძიებები, რომელიც საქართველოში რუსების მონაწილეობით გაიმართება, ინციდენტების გარეშე ჩატარდება“,- თქვა კარასინმა.

28 ნოემბერს, პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრ გრიგორი კარასინის შეხვედრა გაიმართა.