განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

18:52 11-30-2019
34

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავროებეს, რომლებთან თანამშრომლობით TANAP-ის გაზსადენის ისტორიული პროექტი შედგა“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა TANAP-ის პროექტის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, TANAP-ის გაზსადენი საქართველოს გავლით შედის ანატოლიაში და ამაში თავად საქართველოს ძალისხმევა დიდია.

„ამაყი ვარ, რომ მოთმინებითა და ძალისხმევით, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივი 7 წელიწადნახევრიანი თანამშრომლობის გრძელი პერიოდი წარმატებით დასრულდა.

პრეზიდენტ ალიევის პირადი ძალისხმევითა და საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი ამ პროექტის დათქმულ ვადებში ასეთი წარმატებით დასრულება“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.