რამდენად შეიძლება შეფასდეს დავით დათუნას განავალი არტ მარკეტის მიერ? - ცნობილი მხატვარი კოლეგაზე, რომელმაც 120 ათასდოლარიანი ბანანი შეჭამა

12:58 12-11-2019
255

ქართველი ვიზუალური არტისტი, ფერმწერი და გრაფიკოსი ლევან სონღულაშვილი, ცნობილი იტალიელი ხელოვანის, მაურიციო კატელანის, $120,000 აშშ. დოლარად შეფასებული ნამუშევრის - „კომიკოსი“, რომელიც კედელზე საიზოლაციო ლენტით იყო მიკრული, წარმოშობით ქართველ პერფორმერის დავიდ დათუნას მიერ, ბანანის შეჭმის ფაქტს, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და პოსტი მიუძღვნა:

width=1087  

„გასულ კვირას, გალერეა პეროტინმა ცნობილი იტალიელი ხელოვანის, მაურიციო კატელანის, $120,000 აშშ. დოლარად შეფასებული ნამუშევარი, „კომიკოსი“, არტ ბაზელ მაიამიზე წარმოადგინა, სადაც სერიიდან ორი ნამუშევარი კოლექციონერებმა შეიძინეს. თავად ნამუშევარი ასე გამოიყურება, თეთრ კედელზე საიზოლაციო ლენტით მიკრულია ბანანი.

მოგვიანებით, ნამუშევარი მოხსნეს არტ ბაზელიდან, ადამიანთა დიდი ნაკადით გამოწვეული უკონტროლო სიტუაციის შექმნის გამო. ამ დროს, წარმოშობით ქართველმა პერფორმერმა, დავიდ დათუნამ, კატელანის $120,000 დოლარიანი ბანანი შეჭამა.

width=1024

CNN-მა კი ინტერვიუ ჩამოართვა; ამ წამს იგი იმაზე ცნობილია, ვიდრე თავის ცხოვრების მანძილზე შექმნილი მთელი შემოქმედებით.

შეგახსენებთ, 1961 წელს, იტალიელმა ხელოვანმა, პიერო მანზონიმ, 90 კონსერვში მოათავსა საკუთარი განავალი, ნამუშევარს უწოდა, ხელოვანის მძღნერი, რომელიც 2007 წელს, სოტბის აუქციონზე €124,000 ევროდ გაიყიდა.

ახლა დავფიქრდი, დავიდ დათუნას განავალი, რომელმაც კატელანის $120,000 აშშ. დოლარად შეფასებული ბანანი შეჭამა, რომელიც ამ წუთებში მის ორგანიზმში მუშავდება, რამდენად შეიძლება შეფასდეს არტ მარკეტის მიერ?“ - წერს სონღულაშვილი.



ავტორი: რუსა ღვანიძე