„დელისის მეტროსთან ვიდგები და დაველოდები იმას, რის გამოც, უზომოდ მიყვარს ჩემი ქვეყანა!“ - ქეთი მელქაძის საქველმოცმედო აქცია

14:23 12-11-2019
327

ქართველი ხელოვანი და ქველმოქმედი ქეთი მელქაძე, რომლის შემოქმედება ცნობილია, ლითონის ბადისგან შექმნილი უჩვეულო ნამუშევრებით, დელისის მეტროსთან საქველმოქმედო აქციას მართავს და სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებას თხოვნით მიმართავს:

width=600

„ჩემთვის ძვირფასებო. ცოდვა გამხელილი სჯობს - დედისერთა ვარ და ეგოისტი. ვცდილობ ის ვაკეთო, რაც თავად მსიამოვნებს. უკვე 3 წელია ტრადიციად მაქვს, დეკემბრის შუა რიცხვებში დელისის მეტროსთან დგომა, კეთილი და გახარებული ადამიანების თვალების ყურება.

15 დეკემბერს, კვირას, 12-დან 14 საათამდე, დელისის მეტროსთან ვიდგები და დაველოდები იმას, რის გამოც უზომოდ მიყვარს ჩემი ქვეყანა - ქართულ გულს, ქართულ ჯიგარს, როგორითაც ბევრი ქვეყანა ვერ იამაყებს! სამწუხაროდ ჩვენს გარშემო ბევრი შეჭირვებულია, ბევრი ობოლი, ბევრი უძლურებაში მყოფი...

ყველანაირი 1000 წვრილმანი შეგიძლიათ მოგვაწოდოთ, კბილის ჯაგრისი იქნება, პამპერსი, მურაბა, სარეცხი ფხვნილი, ტანსაცმელი, სათამაშოები, თუ რასაც ოჯახისათვის საჭიროდ ჩათვლით. ყველაფერი ფულის გარდა. განა იმიტომ, რომ საკუთარი თავის იმედი არ მაქვს, არამედ, ვიცი, რომ ენას არა აქვს ძვალი.

როდესაც საქართველოში სიტყვა „ჩემი“ შეიცვლება სიტყვა „ჩვენით, უკეთესი ქვეყანა დედამიწაზე არ იარსებებს. სხვა ადამიანს როდესაც ვეხმარებით, ამით ხომ უფრო მეტად საკუთარ თავს ვეხმარებით.

P.S. გთხოვთ გააზიაროთ ჩემი „სტატუსი“, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს ერთმანეთის ჩახუტება.

ჩემი მობილურია 579362236“ - წერს მელქაძე.



ავტორი: რუსა ღვანიძე