მსოფლიო 9 გზის ჩემპიონი მკლავჭიდში ლევან საგინაშვილი, იგივე “ჰალკი”, 11 დეკემბერს საქართველოში გამარჯვებულის სტატუსით დაბრუნდა.
აეროპორტში სპორტსმენს „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტი და ოჯახის წევრები დახვდნენ. ის პლანეტის უძლიერესი მკლავჭიდელია, ვინაიდან ყველაზე პრესტიჟულ ჩემპიონატში, რომელიც 9 დეკემბერს, პოლონეთში, ქალაქ რუმიაში გამართულ „ტოპ 8“ - ს ფინალურ ტურში რუს ჩემპიონ ვიტალი ლალეტინს დაუპირისპირდა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, კიდევ ერთხელ მოიპოვა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსი ჩემპიონი ქართველ ჰალკისთან ბრძოლაში დამარცხდა, ერთ-ერთი რუსული პორტალი „geomigrant.com“ - ი, ლევან საგინაშვილის გამარჯვების შესახებ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
„ქართველი, „პლანეტაზე ყველაზე ძლიერი ადამიანი“ გახდა
„ტიტულოვანმა ქართველმა სპორტსმენმა ლევან საგინაშვილმა, რომელსაც ქართველ ჰალკად მოიხსენიებენ, პროფესიონალური მკლავჭიდის ჩემპიონატის „ტოპ 8-ის ჩემპიონატის ფინალი მოიგო, რომელიც პოლონეთის ქალაქ რუმიაში, ჩატარდა.
ლევან საგინაშვილის წონაა 180 კგ, სიმაღლე 190 სმ, მიუხედავად იმისა, რომ მკლავჭიდელთა საშუალო წონა 120-130 კგ. ლევანის მაჯის გარშემოწერილობაა - 28 სმ, ხოლო ბიცეფსის - 58 სმ.
ფინალში, ლევან საგინაშვილი, რუს სპორტსმენ ვიტალი ლალეტინს შეხვდა. ჩემპიონატი „ჰალკის გამარჯვებით - 6: 0 დასრულდა.
ლევანმა 1/4 ფინალში, ამერიკელი ვეტერანი მკლავჭიდელი ტიმ ბრენსანი დაამარცხა, ხოლო 1/2-ში - ყაზახელი სპორტსმენი კიდირგალ ორგარბაევი.
ჩემპიონატის ქამრის გარდა, ლევანს, სოლიდური პრიზი - 50 ათასი აშშ დოლარი გადაეცა“ - წერს „geomigrant“-ის საინფორმაციო გვერდი.