Exclusive: რატომ გაუჩნდა სურვილი პატრიარქს ქართველ „ჰალკს“ და მის მშობლებს შეხვედროდა

18:51 12-16-2019
3048

რამდენიმე დღის წინ, „პლანეტაზე ყველაზე ძლიერ“ მკლავჭიდელს, 9 გზის ჩემპიონს ჩემპიონ ლევან საგინაშვილს საპატრიარქოდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია მეორე, ოჯახთან ერთად იწვევდა.

შეხვედრა შედგა. საგინაშვილი პატრიარქთან სტუმრობის დეტალებს „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად უზიარებს:

width=600

- როგორც მითხრეს, პატრიარქმა, თავად გამოთქვა ჩემთან  შეხვედრის სურვილი. საპატრიარქოდან დამირეკეს, მითხრეს, რომ პატრიარქს უნდოდა ჩემთან შეხვედრა მშობლებთან ერთად და ოჯახის დალოცვა.

 width=600

- გაგიკვირდათ?

- უზომოდ გახარებული ვარ. მშობლებთან ერთად მივედი. იმ დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე იყო და პატრიარქმა სწორედ ამ წმიდანის ხატი გადმომცა საჩუქრად.

width=600

მინდა მას მადლობა გადავუხადო ასეთი თბილი მიღებისთვის. მე ბაბუაჩემის ხელნაკეთი კერამიკის დოქი ვაჩუქე, რაც ძალიან გაეხარდა.

width=600

სხვათა შორის, პატრიარქმა ჩემი ინტერვიუ და ვიდეო ნახა „პრაიმტაიმის“ გვერდზე და ამის შემდეგ მოისურვა ჩემთან და ჩემს დედ-მამასთან შეხვდრა.  

width=600

- ეს ინფორმაცია ჩვენთვისაც სასიამოვნო მოსასმენია...

- თქვენი გვერდი, ყოველთვის დიდ ყურადღებას იჩენს ჩემს მიმართ და ამისთვის უდიდესი მადლობა.

- პლანეტაზე ყველაზე ძლიერი ადამიანი გახდით, რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში? 

- ამ ჩემპიონატის მოგების შემდეგ, სულ სხვა ეტაპზე გადავედი, რადგან ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრი იყო. ეს მსოფლიოში პირველი „ტოპ 8“ ტურის შეჯიბრი იყო. მიხარია, რომ ამ ტურის პირველი გამარჯვებული ვარ და ისტორიაში ჩავეწერე, როგორც პირველი გამარჯვებული. 

width=600

რუსეთი თუ გამოეხმაურა შენს გამარჯვებას?

- რა თქმა უნდა. სავარაუდოდ, რუსეთში უფრო პოპულარული ვარ, ვიდრე სხვა ქვეყნებში. უამრავმა სააგენტომ დაწერა ჩემი გამარჯვების შესახებ, ძალიან ბევრი რუსი  გულშემატკივარი მყავდა, ფინალურ შეჯიბრზეც კი.  დარბაზში მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, შენი გულშემატკივრები ვართო (იცინის). ყველა მწერდა და მილოცავდა გამარჯვებას. თქვენ წარმოიდგინეთ, სოციალურ ქსელშიც უამრავი რუსი მწერდა.

- 9 გზის ჩემპონს აეროპორტში, მხოლოდ „პრაიმტაიმის“ და „პოსტ ტვ“-ის ჟურნალისტები დაგხვდნენ. როგორი იყო თქვენი რეაქცია? 

- თბილისის დროით დილის 5 საათზე ჩამოვფრინდი და ვფიქრობ, არ იცოდნენ ჩემი დაბრუნების ამბავი. ჩემი აზრით, ალბათ, ამ მიზეზით არ დამხვდნენ. პრინციპში, ვინც უნდა დამხვედროდა, ისინი დამხვდნენ (იცინის).

width=600

- ფიქრობ, რომ არ იცოდნენ შენი ჩამოსვლის დრო?

- ასე მგონია... მაგალითად „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა მითხრეს, რატომ არ გვითხარი, დაგხვდებოდითო. 

- რას გეგმავ მოავალ წელს?

- ვგეგმავ ისევ იგივე შეჯიბრში მონაწილეობას, რომლის მეოთხედფინალი სავარაუდოდ, აპრილის თვეში გაიმართება დუბაიში. 

- არც გაისად არ მიიღებ მონაწილეობას, არც ერთ სხვა შეჯიბრში?

- სწორედ ეგრე ვგეგმავ, როგორც წელს. არცერთ სხვა შეჯიბრში არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას. 

- სპონსორები ახლა მაინც გეყოლებათ?

- დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „პრაიმტაიმს“. სწორედ თქვენი ინტერვიუს შემდეგ გამომეხმაურა „ლიდერბეთი“, სადაზღვევო კომპანია „არდი“ და „ახალი ხედვა“. „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუს შემდეგ შემეხმიანა უამრავი კომპანია, ტელევიზიები და საგენტოები. 

width=600

ცნობისთვის, შეგახსენებთ, რომ მსოფლიო 9 გზის ჩემპიონი მკლავჭიდში ლევან საგინაშვილი, იგივე „ჰალკი“, 9 დეკემბერს, პოლონეთში, ქალაქ რუმიაში გამართულ „ტოპ 8“ - ს ფინალურ ტურში რუს ჩემპიონ ვიტალი ლალეტინს დაუპირისპირდა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, კიდევ ერთხელ მოიპოვა. 

ავტორი: რუსა ღვანიძე