ვინ იყო თბილისელი ბიჭი, რომელიც აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტს ემსხვერპლა - აქამდე უცნობი ამბავი

18:40 12-24-2019
2473

თვრამეტი წელი გავიდა ამერიკის ტერაქტიდან, მაგრამ სამწუხაროდ, საზოგადოების დიდ ნაწილს აქამდე არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ იმ ადამიანებს შორის, ვინც აშშ -ში 2001 წლის 11 სექტემბრს მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლა - საქართველოში დაბადებული ფიზიკოსი, პოეტი და პროზაიკოსი - ალექსანდრე ლიგინი იყო. 

ინფორმაცია, ლიგინის გარდაცვალების შესახებ, 2001 წლის 7 ნოემბერს „New York Times“ -მა გამოაქვეყნა: 

„ალექსანდრე ლიგინი - 2001 წლის 11 სექტემბრის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში მომხდარ ტერაქტის დროს დაიღუპა. მისი სიყვარული იყო, მისი კამერა.  

ალექსანდრე ლიგინი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის 104-ე სართულზე, „Cantor Fitzgerald“ -ში პროგრამირების კურსებს გადიოდა. მაგრამ მისი ვნება - 35 მმ კამერა, ასევე ბუნების ფოტოები და პორტრეტები იყო. სახლში, საკუთარი სტუდია ჰქონდა და ფოტოებს ვებ-საიტებზე აქვეყნებდა. მისი ახლო მეგობარი მარკ როგოვი ამბობს: ”მისი ოცნება, ორი თვით აფრიკაში ცხოველების გადასაღებად წასვლა იყო.”

28 წლის ლიგინი 2001 წლის დასაწყისში, გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე, აშშ-ის მოქალაქე გახდა. იგი 1994 წელს, თბილისიდან შეერთებულ შტატებში, ჯორჯიას შტატში ნათესავებთან ერთად ჩავიდა. მათ შორის იყვნენ მისი მშობლები, რომლებსაც მას მხარს უჭერდნენ. ის მათთან ერთად ცხოვრობდა - ბრუკლინში, შემდეგ კი საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და სახლიდან, მხოლოდ რამდენიმე მეტრით გადაინაცვლა, რადგან მისი საცოლე - ანა კლეკლი, მოსკოვიდან უნდა ჩამოსულიყო.

ბ-ნი როგოვი ამბობდა: - ”მეგობრების მცირე ჯგუფს შორის, ალექსი ალბათ ყველაზე კეთილი და საყვარელი ადამიანი იყო”. ქალბატონმა კლეკლმა მას საოცრად კეთილი ადამიანი უწოდა და გაიხსენა, როგორ გაიცნეს ერთმანეთი, მაშინ როდესაც პირველი ფოტო გადაუღო, როგორ დადიოდნენ კინოში და როგორ ისვენებდნენ მდინარე დელავერზე, კარვებში.

პროფილი გამოქვეყნდა 2001 წლის 7 ნოემბერს - New York Times– ში.

2001 წლის 11 სექტემბერს, ამერიკის ყველაზე ტრაგიკულ დღეს 2,975 უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის იყო 28 წლის ახალგაზრდა, რომელმაც დატოვა - დედა, მამა, და, საცოლე და გამოუქვეყნებელი ამბები, მისი ცხოვრების შესახებ.

width=600

ალექსანდრე ლიგინის ეს ხელნაწერი, რომელიც დაიწერა ტრაგედიის მიღებამდე ექვსი წლის წინ, მკითხველს, მისი არაჩვეულებრივი ნიჭით და სულის სიწმინდით გააკვირვებს. ვერასდროს დაივიწყებენ, ალექსანდრე ლიგინის სახელს.

ავტორი: რუსა ღვანიძე