„წმინდანის, აბრეშუმის ოქრომკედით ნაქარგ ფაჩუჩებს, წელიწადში სამჯერ ცვლიან““ - დღეს წმ. სპირიდონ ტრიმუფუნტელის ხსენების დღეა

13:57 12-25-2019
481

მართლმადიდებელი ეკლესია 25 დეკემბერს წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება.

1977 წლის 25 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრარქის ინტრონიზაცია, სწორედ წმინდა სპირიდონ ტრიუმიფუნტელის ხსენების დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღესრულა და სახელად - ილია მეორე ეწოდა.

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის უხრწნელმა სხეულმა, რომელიც კუნძულ კერკირას უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს, მრავალჯერ იხსნა კუნძული სხვადასხვა განსაცდელებისგან.

width=600

კუნძული კერკირა, საბერძნეთში ერთადერთი ტერიტორია იყო, რომელიც თურქებმა ვერ დაიპყრეს. წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სხეული თბილია და მუდმივად 36.6 ტემპერატურას ინარჩუნებს. მისი უხრწნელი სხეული ყოველთვის იწვევდა მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი ფიზიოლოგების გაოცებასა და აღტაცებას. ემანუელ თეოტოკისი, კერკირას ისტორიისადმი მიძღვნილ წიგნში, წმინდანის უხრწნელი სხეულის შესახებ წერს:

„სხეული რბილი და ელასტიურია, გამოსცემს კეთილსურნელებას, იგი უხრწნელია. როდესაც მის სხეულს, ლიტანიობისას, მინის ლუსკუმით გამოაბრძანებენ, წმინდანის სახის ნაკვთები ფართოვდება.

width=600

სხეული დღესაც უხრწნელად ინახება. სხეული ცოცხალივით გამოიყურება, თითის შეხებისას იზნიქება და შემდეგ ისევ სწორდება. წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელს აცმევენ აბრეშუმის, ოქრომკედით ნაქარგ ფაჩუჩებს, რომელსაც ყოველ წელიწადს 3-4-ჯერ უცვლიან, რადგანაც გაცვეთილი ხვდებათ ხოლმე. ის მიდის ყველასთან, ვისაც სწამს მისი და მას მოუხმობს დასახმარებლად. წმინდანის ფაჩუჩებს ანაწილებენ მორწმუნე მრევლში.

width=600

მას განსაკუთრებით მატერიალური შეჭირვების ჟამს მიმართავენ და მაშინვე იღებენ შეწევნას - წმინდა სპირიდონი მათ ზუსტად იმდენს აძლევს, რამდენიც იმ წუთშია მათთვის საჭირო - არც მეტს და არც ნაკლებს. და ასე გრძელდება უკვე 18 საუკუნეა.

width=600

შეგახსენებთ, რომ წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი მე-4 საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი ერეტიკოსებისგან, ყოვლადწმინდა სამების ერთარსობის დოგმატს იცავდა. მან სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა და დღესაც აღესრულება, მისი წმინდა ნაწილებიდან კუნძულ კორფუსზე, მისივე სახელობის ტაძარში. იგი საბერძნეთის მფარველად ითვლება.

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე