სცენარისტი და ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი, საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„მე მჭირდება თქვენი დახმარება რა. სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ექვსასზე მეტი საახალწლო საჩუქარი შევაგროვეთ. ვიწყებთ დარიგებას ქვეყნის ყველა კუთხეში. სამწუხაროდ, ჩვენს მანქანას სული აღმოხდა და მთიან სოფლებში ასვლას, ვერ ვასწრებთ.
ძალიან სასწრაფოდ გვჭირდება, მაღალი გამავლობის მანქანა, რომელსაც ასფალტის გარდა სხვა გზებზეც შეუძლია მოძრაობა. გვჭირდება ხუთი დღით, ხვალ დილიდან. ვივლით გაუჩერებლად და ყველა ბავშვთან მოვასწრებთ ასვლას. ასევე პასუხისმგებლობას ვიღებთ მანქანის უსაფრთხოებაზე. ქირაობისთვის ფულის დახარჯვა საცოდაობაა, ამ ფულით საჭმელს ავუტანთ ბავშვების მშობლებს საახალწლო სუფრისთვის. მოკლედ, ვინმეს თუ გყავთ მაღალი გამავლობის მანქანა და ამ ახალი წლის დღეებში არ გჭირდებათ, ხუთი დღით გვათხოვეთ, ბავშვებს გავახარებთ და ზუსტად ისევ ისეთს დაგიბრუნებთ. პატარა მანქანას აზრი არ აქვს, ვერ ივლის მთაში. 558181218 - ჩემი ნომერია, იქნებ ვინმეს ჰყავდეს რა“ - წერს სინჯიკაშვილი.