„ბალენსიაგას“ წლიურმა შემოსავალმა მილიარდ ევროს მიაღწია

16:33 12-25-2019
166

ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას მხარდამჭერთა ფეისბუქ გვერდის ადმინისტრაციამ, მის 2019 წლის შემოქმედება და წარმატებები შეააჯამეს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„2019 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები დემნას კარიერაში:

ბალენსიაგას წლიურმა შემოსავალმა, მილიარდ ევროს პირველად მიაღწია. მამაკაცი და მილენიალი მყიდველების აქტიურობით, დემნამ, ბალენსიაგა 300 მილიონიანი ბრენდიდან მილიარდიან ბრენდად, 3 წელიწადში აქცია.

ვეტმანს გამოეყო. დემნას გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ვეტმანით, რისი მიღწევაც უნდოდა მიაღწია, ამიტომ თვლის, რომ მისია შეასრულა. ვეტმანიდან წამოსვლაზე, სხვა კომენტარი არ გაუკეთებია. პრესასთან შეხვედრაზე უარი თქვა. პრესა, პირველად არ დაუშვა ბალენსიაგას ჩვენებაზე კულისებშიც.

სექტემბერში და ოქტომბერში, მოდის კვირეულების მსვლელობისას, სოციალურ ქსელში დემნა, მესამე ყველაზე ხშირად მოხსენიებული დიზაინერი იყო, დიორის და სან ლორანის შემოქმედებითი ხელმძღვანელების შემდეგ.

გუგლის მიხედვით, პარიზში, დემნას ბალენსიაგას კოლექცია მეოთხე ყველაზე ნახვადი იყო შანელის, ვალენტინოს და ლუი ვიტონის შემდეგ.

ინტერნეტში დემნას პოპულარულ ბოტასს, თრიფლ ესს 170,250 ადამიანი ეძებდა. რის შემდეგაც, ბალენსიაგა, მომენტის ყველაზე ხშირად ძებნადი, სპორტული ფეხსაცმლის ბრენდი გახდა. მეორე და მესამე ადგილები - პუმამ და ნაიკიმ დაიკავეს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრატის უნივერსიტეტში, დემნას შემოქმედებითი ჯილდო გადასცეს. დაჯილდოებისთვის, დემნამ ამერიკაში ჩასვლა ვერ მოახერხა, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ დაჯილდოებიდან ერთ კვირაში, ბალენსიაგამ პრატის ორ ფერადკანიან სტუდენტს, ოთხ წლიანი სწავლა დაუფინანსა.

დემნას დიზაინით, ბალენსიაგას ახალი მაღაზიების მნიშვნელოვანი ნაწილი, ამერიკაში გაიხსნა. ყველაზე დიდი მაღაზია, მედისონ ავენიუზე ზაფხულში გაიხსნა.

დემნას დიზაინით, კანადაში პირველი მაღაზია გაიხსნა - ტორონტოს „Yorkdale Shopping Centre“. ახალი მაღაზიები გაიხსნა ლონდონში, იაპონიაში და იტალიაშიც.

ლისტის ყველაზე განხილვადი და მოთხოვნადი ბრენდების ათეულში, ბალენსიაგამ, მესამედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

ბალენსიაგა პირველად მოხვდა ყველაზე ხშირად გადაყიდვადი ბრენდების ათეულში.

დემნა შვეიცარიის სავაჭრო სამიტზე, სპიკერად იმყოფებოდა. დემნასთან ინტერვიუ ხელოვნების ისტორიკოსმა და კრიტიკოსმა, ჰანს ულრიხ ობრისტმა ჩაწერა. დიდი სთორები ჰქონდა, ვაშინგტონ პოსტის კრიტიკოსთან - რობინ გივანთან, ფაინენშალ ტაიმსის მოდის დეპარტამენტის მთავარ რედაქტორთან - ჯო ელისონთან და ვუმენსვიარდეილის მთავარ რედაქტორთან - მაილს სოჩასთან.

ექვსი კოლექცია შექმნა - ორი კატალოგი, ორი მთავარი სარეკლამო კამპანია ტანსაცმლით, აქსესუარებით, ფეხსაცმლით, ორი ჩანთებზე, ერთი სამკაულებზე და ერთი კედებზე ორიენტირებული კამპანია გადაიღო. მსოფლიოს სასურსათო პროგრამასთან თანამშრომლობა გააგრძელა და წლის მიწურულს, ახალი კაპსულა კოლექცია გამოუშვა.

ბალენსიაგამ, დემნას დიზაინით ახალი ჩანთების პირველი საერთაშორისო ტური დაანონსა, რომელიც 29 აგვისტოს პეკინში დაიწყო და 8 დეკემბერს მაიამიში დამთავრდა. დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ბალენსიაგას ბრენდის ისტორიაში, სამი ყველაზე გაყიდვადი ჩანთიდან სამივე დემნას შექმნილია.

2020 წლის იანვრისთვის, ახალი სპორტული ფეხსაცმელი - ტაირექსი დაანონსა,“ -  წერს გვასალიას ფეისბუქ გვერდის ადმინისტრაცია. 

ავტორი: რუსა ღვანიძე