როგორი ამინდი იქნება ახალ წელს

13:20 12-27-2019
672

31 დეკემბრიდან 2020 წლის 3 იანვრის ჩათვლით დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მაღალ მთაში თოვლი - ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

მისი თქმით, 1 იანვრიდან 3 იანვრის ჩათვლით მაღლობ რაიონებში მოთოვს.

„დაბლობ რაიონებში იწვიმებს 1 იანვრიდან 3 იანვრის ჩათვლით, მაღლობ რაიონებში კი მოთოვს. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა. 

რაც შეეხება დედაქალაქს 31 დეკემბერს დღის მეორე ნახევარში დაიქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც 1 იანვრამდე შენარჩუნდება“, - განაცხადა დოდო გვაზავამ.