ვინ არის ლონდონში მოღვაწე ქართველი, რომელიც პრინცესა დიანას პლატინის მედლის მფლობელია

19:01 01-07-2020
5739

ქართველი ემიგრანტი ლიანა ჯიქია–გოგრიჭიანი, რომელიც დიდ ბრიტანეთში, დაახლოებით 30 წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად, ლონდონის ქართული სკოლის ხელმძღვანელი და პედაგოგია. ხანგრძლივი ემიგრანტობის პერიოდში, უამრავი კეთილი საქმის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელია. უცხო ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლის მიზეზი, მისი ქალიშვილის ანნას ჯანმრთელობის პრობლემები იყო. მას სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია სჭირდებოდა. გოგონა თანდაყოლილი გულის მანკით დაიბადა, რომლის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა. რამდენიმე დღის წინ, ქალბატონი ლიანა ქალიშვილთან ერთად თბილისში საქველმოქმედო მისიით ჩამობრძანდა. „პრაიმტაიმი“ქართველ ემიგრანტს სახლში ესტუმრა და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანი: - ვმუშაობდი მერიაში და იმ პერიოდში ვიქორწინე ჩემს თანაკურსელ ვახტანგ გოგრიჭიანზე, რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა. ქორწინებამდე ასპირანტურაში სასწავლებლად მოსკოვში დავბრუნდი. სწორედ იმ პერიოდში შეგვეძინა ქალიშვილი ანნა, რომელსაც დაბადებიდან გულის მრავალი პრობლემა ჰქონდა.

width=600

- მოსკოვში არ შემოგთავაზეს მკურნალობა?

მოსკოვში ექიმებმა გვითხრეს, ჩვენ უძლურები ვართ და სხვა გზები ეძებეთო. ჩენი მთავარი მიზანი, ანნას გადარჩენა იყო. 1990 წელს გავემგზავრეთ დიდ ბრიტანეთში, სადაც ლონდონის ჰოსპიტალ - „Great Ormond Street Hospital“-ში სასწრაფო ოპერაცი ჩაუტარდა. ამის შემდეგ, კვლავ მოსკოვში დავბრუნდით, მაგრამ ისევ მოგვიწია ლონდონში ჩასვლა, რადგან საჭირო გახდა მეორე ოპერაცია.

- რა სიხშირით უტარდებოდა ოპერაციები?

1990 წლის 28 სექტემბერს ანნას მეორე ოპერაცია ჩაუტარდა. მეორე დღესვე დასჭირდა მესამე ოპერაცია, ერთი დღის შემდეგ მეოთხე და ორი კვირის შემდეგ კი, გული გაუჩერდა და ძლივს გადაარჩინეს. დღემდე ასე გრძელდება ჩვენი ცხოვრება - 15 ოპერაცია აქვს ჩატარებული. ასე დავრჩით ბრიტანეთში. ეს იყო ერთადერთი საავადმყოფო, სადაც ანნას დახმარება შეძლეს, მანამდე კი, 460-მდე წერილი მქონდა გაგზავნილი სხვადასხვა საავადმყოფოებში, მაგრამ უშედეგოდ.

- როგორ მოახერხეთ ლონდონში დარჩენა?

1990 წლიდან ლონდონში ვცხოვრობთ. იმ პერიოდში ლტოლვილის სტატუსი არ არსებობდა. ვინაიდან ანნას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, 4 წლის შემდეგ, ავტომატურად მოგვცეს ლონდონში ცხოვრების უფლება. მე ვმუშაობდი და ამით ვახერხებდი ჩემი ოჯახის რჩენას.

width=600

- როგორ დაიწყო ანნას წარმატებები...

დღეს ანნა 30 წლის არის. მეოთხე წელია ეტლში ზის, მაგრამ მიუხედავად ამისა ბრიტანეთში ძალიან ცნობილი პიროვნებაა. ის პრინცესა დიანას სახელობის პირველი პლატინის მედლის მფლობელია “ლონდონის ახალგაზრდა ქველმოქმედის” ტიტულით და ასევე, მიღებული აქვს “სიმამაცის მედალი”, როგორც მრავალჭირვარამგადანახადი პაციენტი - „Great Ormond Street Hospital“-ის მიერ გაცემული, სამედიცინო საოცრება პაციენტის ტიტულით.

width=600

- კიდევ რა ტიტულები აქვს?

სახელმწიფო „Apollo Awards“-ის ტიტული აქვს მიღებული, რომელიც ცნობილი ჯილდოა ბრიტანეთში, რაც 19-ჯერ აქვს აღებული. ამავე დროს ლონდონის „Apollo Awards“-ის მფლობელია.

width=600ასევე, ლონდონის „Royal Borough Kensington and Chelsea“-ის მერიის მიერ 2005 წლიდან ყოველწლიურად ჯილდოვდება, რომელსაც ჩვენი რაიონის მერი აჯილდოებს. მათ შორის წელს მეც მიმიწვია, როგორც ქართული სკოლის წარმომადგენელი და ჩემი ქალიშვილი, როგორც ცნობადი პიროვნება. ანნა ასევე არის ახალგაზრდა ინვალიდთა ჯგუფის - ორგანიზაცია „ანა და მეგობრების“ დამფუძნებელი. ინვალიდთა თანადგომის ორგანიზაცის დახმარებით, ჯგუფი ეხმარება ინვალიდებს.

width=6002005 წლიდან დღემდე ყოველწლიურად გვიწვევენ მადლობის სათქმელად. 5 წლის ასაკში ანნას გადაეცა „გულადობის სახელმწიფო ორდენი“. 2019 წლის 18 დეკემბერს მიგვიწვიეს ღონისძიებაზე, სადაც ყველა დროის ქალაქის მერი ესწრებოდა. ანნა ბარონესა ლედი ქადაგემს წარუდგინეს, რომელმაც ანნასთან ფოტოს გადაღება გვთხოვა. ის ასევე ხატავს, აქვს კერამიკული ნამუშევრები, ხშირად ფოტოგამოფენებსაც აწყობს. საქართველოში ორი სამხატვრო გამოფენა ჰქონდა, ბრიტანეთში - 7.

width=600 გამოფენიდის შემდეგ ხალხმა გამოთქვა სურვილი, რომ ანნას ნახატები შეეძინათ. მან დაიწყო მისი ნამუშევრების გაყიდვა, რითაც ეხმარება ქართულ ეკლესიას, მის ყოფილ საავადმყოფოებს, მათ შორის „Great Ormond Street Hospital“-ს, შეჭირვებულ ბავშვებს, აფრიკელ ბავშვებს.

width=600„ბიბისი“ ყოველწლიურად იწვევს, რადგან თავად არის სპონსორი. ყოველწლიურად საკუთარი ფულით ინვალიდობის დანაზოგით ყიდულობს პატარა აპარატს(მანქანას), რაც ახალდაბადებული ჩვილის გულის ოპერაციის შემდეგ, გულის მაგივრად მუშაობს. 

- როდის გადაეცა ანნას პრინცესა დიანას ტიტული?

პრინცესა დიანას გარდაცვალების შემდეგ, პირველად 2007 წელს იქნა დაარსებული „პრინცესა დიანას ქველმოქმედების ფონდი“ და ანნას, პრინცესა დიანას სახელით, როგორც „ლონდონის ყველაზე ახალგაზრდა ქველმოქმედს“, პლატინის მედალი გადაეცა.

width=600კენსინგტონის სასახლეში, სადაც პრინცესა დიანა დაიბადა ყოველწლიურად გვეპატიჟებიან პრიცი უილიამსის და პრინცი ჰარის წარმომადგენლები. წელსაც დაგვპატიჟეს, მაგრამ იმ პერიოდში საქართველოში ვიმყოფებოდით. როცა დავბრუნდით, მადლობის წერილი დაგვხვდა. იმის გამო, რომ ანნამ მოახერხა ასეთი დიდი მასშტაბის ღონისზძიებაში პირველი პიროვნება და პლატინიუის ორდენის მფლობელი გამხდარიყო.   

- უამრავი პრობლემების მიუხედავად, როგორ ახერხებთ მუშაობას?

გარკვეული ცხოვრების ნაწილს, საავადმყოფოში ვატარებთ. სამსახური იმდენჯერ შევიცვალე, რამდენი ოპერაციაც აქვს ანნას გაკეთებული, ანუ 15-ჯერ მაინც. 

- რა პროფესიის ბრძანდებით?

საქართველოში დავამთავრე პედაგოგიური ინსტიტუტი. 1972 წელს პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორთა უშუალო თანადგომითა და დახმარებით, გაიხსნა მოსკოვის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტი, სადაც ქალაქის მმართველობის ფაკულტეტზე ჩავირიცხე და 1983 წელს, წარმატებით დავამთავრე. ამავე წელს დავიწყე მუშაობა თბილისის მერიაში (მაშინ აღმასკომი ეწოდებოდა); 1987-1990 წწ. ვსწავლობდი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში, საბაზრო ეკონომიკის მმართველობის განხრით, პარალელურად კი ლექცია-სემინარებს ვატარებდი.

width=600

 - და რას საქმიანობდით ლონდონში?

1991-1993 წლებში ლონდონში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საკონფერენციო ჯგუფის კოორდინატორი ვიყავი. 1993-1996 წლებსი დავაარსეთ პირველი რუსულენოვანი გაზეთი, რომელიც სამ თვეში, რუსულ-ინგლისურენოვან გაზეთად გადაკეთდა. გაზეთი „European Harold“ ვრცელდებოდა, როგორც ინგლისში, ისე საფრანგეთის, იტალიის, რუსეთის ავიახაზებზეც და დიდი პოპულარობით სარგებლობდა. როგორც გაზეთის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ფინანსურმა დირექტორმა, საქართველოს ისტორიაზე საკმაოდ დიდი ინფორმაცია მივაწოდე მკითხველს.

width=600

 - როგორ ჩამოაყალიბეთ ახალი სათვისტომო ბრიტანეთში?

პარალელურად, ვსწავლობდი ლონდონის განათლების სისტემაში და ვაყალიბებდი პირველ ქართულ ორგანიზაციებს. 1993-1996 წწ. ჩამოვაყალიბეთ ახალი ქართული სათვისტომო ბრიტანეთში. საინტერესო იყო მისი შემადგენლობა, ვინაიდან ახალი ემიგრაციის ტალღა, ჯერ არ იყო ჩამოსული ლონდონში. ამის გამო, ძველ შემადგენლობასთან ვმუშაობდი, ვიყავი თავმჯდომარის მოადგილე (თავმჯდომარე იყო დავით მოდრეკელიძე; წევრები: პატრიცია მოდრეკელიძე, მამა მიხეილ ფირტუნატო – ქართველების დიდი მოყვარული და პატივისმცემელი, ვისი მეშვეობითაც გავიცანი პირველი ემიგრაციის წარმომადგენლები; ვახტანგ გოგრიჭიანი, ნინო უორდროპი – ოლივერ უორდროპის ქალიშვილი, იგი ქალაქ სევენ ოუკში ცხოვრობდა; ჩვენმა წინადადებამ გაახარა და გააოცა. ძალიან აფასებდა ჩვენთან ურთიერთობას და არასოდეს დავიწყნია ჩემი ანნას დაბადების დღე). ამ საბჭომ დიდი დახმარება გაუწია მეორე ემიგრაციის ნაკადს ფინანსურად, ნივთებით, საცხოვრებლით; იმ პერიოდში, ჩემი ბინა ლტოლვილთა ძირითადი თავშესაფარი იყო.

width=600

 - პედაგოგად მუშაობა როდის დაიწყეთ?

ამას მოჰყვა ტალღა, რომელმაც უკვე საქართველოდან იცოდა ჩვენი სახლის ტელეფონი და პირდაპირ მირეკავდნენ. ბევრს ვეხმარებოდი. 1993-2002 წლებში ქართველი ბავშვების პირველი ნაკადი ჩამოვიდა ლონდონში. თავიდან ბავშვებს ვათამაშებდი, ქართულ ლექსებს ვასწავლიდი. პირველად, 1993 წელს ლონდონის სკოლაში - „St. Frances Assisi Romano Catholic Primary School“ დავიწყე პედაგოგად მუშაობა.  

ჩვენმა სკოლამ 2005 წელს ბრინჯაო, 2008 წელს ვერცხლი, ხოლო 2010 წლს ოქროს მედალი მოიპოვა. 2007 წელს კი, მივიღეთ „BBC“-ის ბავშვთა წლიური პროგრამის უმაღლესი პრიზი, ორწლიანი დაფინანსებით.  

width=600

უდიდესი სურვილი გვაქვს, რომ ამ ძველი კულტურის მქონე სახელმწიფომ შეძლოს არსებობა მშვიდობის პერიოდში. მე მიმაჩნია, რომ როგორც ქართველი, უსაზღვროდ დიდ საქმეს ვაკეთებ - მეფისმიერ ხელდასმული მერი, როცა ყოველ წელს აღნიშნავს ჩემს საქმიანობას და ჩემი ღონისძიების მონაწილეა, ჩემთვის დიდი პატივია. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ელჩს ბრიტანეთში - თამარ ბერუჩაშვილს.

width=600 მან ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთა. ქ-ნმა თამარ ბერუჩაშვილმა წამოიწყო და წარმატებით დააგვირგვინა, ევროპაში პირველი ქართული საელჩო ლონდონში შეისყიდა. ჩვენ გვაქვს ჩვენი საელჩოს შენობა და ეკლესია. სკოლისთვის კი, შენობაში ვქირაობთ ფართს და გადასახადებს ჩვენ ვიხდით. ქართული ეკლესია, 2010 წელს ბ-მა თამაზ სომხიშვილმა შეისყიდა, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდით. დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ქართული სამრევლოების მმართველი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მთავარეპისკოპოსი ზენონია(იარაჯული).

სამი წლის წინ დავაარსეთ ქეთი მელუას ზაფხულის სიმღერის ფესტივალი. ქალბატონი თამარი ყოველ ფესტივალზე ჩვენთან ერთად არის.

width=600

როცა ვროპის კავშირმა და საქართველომ დამაჯილდოვეს, ქალბატონმა თამარ ბერუჩაშილმა სელჩოში დიდი ზემი გამართა, სადაც განაცხადა: -„ჩემთვის ქალბატონი ლია არის ყველაფერი პირველი - პირველი სათვისტომო, პირველი სკოლა, პირველი ორგანიზაცია, პირველი გაზეთი, ჟურნალია, პირველი ცეკვა, სიმღერა და ყველაფერიო“. დიდ ბრიტანეთში ყველაფერი პირველი, ჩვენ შევქმენით. 

width=600

- რა იყო საქართველოში თქვენი ჩამოსვლის მიზეზი?

ყოველწლიურად, დაახლოებით 10-12 საქველმოქმედო ღონისძიებას ვატარებთ.  საქველმოქმედო აქცია გაერთიანებული სამეფოს პირველი ქართული სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის, მშობლების და ლონდონელიების თანადგომის ჩატარდა, ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩაბმული ქართული საელჩოც. ადრე მეორად ტანსაცმელს ვაგზავნიდით. ამის შემდეგ კი ფულად დახმარებას ვაგზავნიდი, მაგრამ ვერ გავერკვიე სად მიდიოდა ეს თანხები და ამის გამო შევწყვიტეთ. წელს გადავწყვიტეთ, საჩუქრების გაკეთება ბრიტანელი ბავშვებისთვის გვეთხოვნა, რა თქმა უნდა, როგორიც მათ მოესურვებოდათ. მშობლებმა, გარკვეული თანხაც კი შეაგროვეს, რაც საქრთველოში შეჭირვებულ ადამიანებს დავურიგეთ. ვცდილობთ, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს დავეხმაროთ. 2019 წლის 10 მაისს ევროკავშირის თავმჯდომარის მოადგილემ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკანიანიანთან ერთად გადმომცა ჯილდო, როგორც მოფლიო მასშტაბის ქველმოქმედი პიროვნება.

width=600 - დიდხანს დარჩებით საქართველოში?

21 დეკემბერს ჩამოვედით და 3 იანვარს მივემგზავრებით ბრიტანეთში. დაგეგმილი მაქვს, რომ 14 იანვარს ჩემს ქართულ სკოლაში გავაკეთო საღამო, სადაც მშობლებს ვაჩვენო, თუ სად დარიგდა და დაიხარჯა მათ მიერ შემოწირული თანხები და საჩუქრები.   

ავტორი: რუსა ღვანიძე