„ბუნების მსოფლიო ფონდის“ ვარაუდით, ავსტრალიაში ხანძრის შედეგად 1,25 მილიარდი ცხოველი დაიღუპა.
შოკირებულნი ვართ ზიანის მასშტაბით, - ამბობენ ორგანიზაციაში, რომლის მონაცემებით, სტიქიას ათი ათასობით კოალა, ასევე კენგურუ და კაკადუ ემსხვერპლა, ზოგიერთი სახეობა კი საერთოდ გადაშენების პირას დადგა.
ფონდის შეფასებით, სექტემბრიდან დღემდე ავსტრალიაში უკვე 8 მილიონ ჰექტრამდე ტყის მასივი დაიწვა.