მთელი ცხოვრება ერთ წუთში - ირანული ფილმი, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს

18:10 01-08-2020
1344

სოციალურ ქსელში ირანული ფილმი გავრცელდა, რომლის ნახვა მხოლოდ 60 წამში შეიძლება. საოცრად ემოციური 1 წუთიანი ირანული მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „ხუთშაბათის შეხვედრა“, ქორწინებაში მყოფ წყვილებს ეხება. ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორია - საიედ მოჰამედ რეზა ჰერადმანდი.  

შეიძლება ზუსტად ვერ გაიგოთ მათი სიტყვები, მაგრამ გახმოვანებულ ვერსიაში არსებული ჟესტები და სუბტიტრები დაგეხმარებათ გადმოგცეთ ამ მოკლე, ჯილდოს მფლობელი ფილმის მესიჯი, რომელიც  20 წლის ირანელმა რეჟისორმა გადაიღო. 

ფილმს ცოტა ხნის წინ, ლუქსორში აფრიკის კინოფესტივალზე გადაეცა ჯილდო, არაკომერციული ორგანიზაციისაგან, რომელიც ხელს უწყობს აფრიკული ფილმების გადაღებას.

მოკლემეტრაჟიან ფილმში ასახულია ხანდაზმულ წყვილი, რომელიც მანქანაში,  ჰაფეზის ლექსებს უკითხავს ერთმანეთს. როდესაც ავტომობილი წითელ შუქზე შეჩერდება, შეამჩნევენ, თუ როგორ ჩხუბობს გვერდით მყოფ ავტომობილში წყვილი, ხოლო მათი პატარა გოგონა მოწყენილი და შეშინებული ზის უკანა სავრძელში. ხანდაზმული წყვილი, ისეთ ჟესტს აკეთებს, რომელიც მათი ქორწინების შესახებ, უამრავ ფაქტზე მეტყველებს, იმაზეც, თუ როგორ შეუძლია საკუთარ ოჯახურ სიყვარულს, ხელი შეუწყოს გარშემო მყოფი ადამიანებს შერიგებას და მათი ურთიერთობის აღდგენას.

თუ ფილმის ფინალიდან ვიმსჯელებთ, მოხუცი კაცის მეუღლე გარდაცვლილია, მოხუცი, საკუთარ თავს ესაუბრება.

შეგახსენებთ, რომ ირანელები თავიანთი ახლობლების საფლავებს ხუთშაბათობით სტუმრობენ. როგორც ჩანს, მოხუცს ყვავილები ცოლის საფლავისთვის ჰქონდა ნაყიდი, მაგრამ მოჩხუბარ წყვილს გადასცა.

ავტორი: რუსა ღვანიძე