„ჩემი შვილი უსამართლობის მსხვერპლია - 3 წლის საბა რუხაძის მამის სკანდალური განცხადება

18:02 01-15-2020
29838

3 წლის საბა რუხაძე, სასწრაფოდ გულის ურთულეს ოპერაციას და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. ოჯახმა გასულ წელს, საზღვარგარეთ დიაგნოსტიკის დაფინანსებაზე შეიტანა განაცხადი და უთხრეს, რომ 2020 წელს, ოპერაციის დაფინანსებაზე შევიტანთო. მათ გაარკვიეს, რომ  დიაგნოსტიკა არ ფინანსდება და ოპერაციაზე დაფინანსება კი, არ ჰქონდათ მოთხოვნილი. საბას მშობლები, თბილისის მერიას განმეორებით განცხადებაში დახმარებას სთხოვს - როგორც გამონაკლის შემთხვევას, თავიდან შეისწავლონ და გამონახონ გარკვეული თანხები, საბას სტამბულში რთული ოპერაციული მკურნალობისთვის  

width=600   

მანამდე კი საბას მამა, დავით რუხაძე „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიური ინტერვიუს აძლევს: 

- ჩემი შვილი საბა რუხაძე, უსამართლობის მსხვერპლია. მშობლები ვზრუნავთ შვილზე, დაგვყავს მხოლოდ საუკეთესო ექიმებთან. პრაქტიკულად,  ისეთი მდგომარეობა აქვს საბას, რომ მინიმუმ ერთი თვე სჭირდება, კლინიკაში მკურნალობისთვის, რომ მისი ურთულესი მანკის კორექციის შემდეგ, შეეგუოს ორგანიზმი ახალ რეალობას. ამ ეტაპზე, ბავშვი უკიდურესად დამძიმებულია, მისი საზღვარგარეთ მკურნალობა კი, დიდ ხარჯებთანაა უკვე დაკავშირებული, რადგან ოპერაცია დაგვიანებულია. საბას მსგვასი დიაგნოზით ნამკურნალები პაციენტების სტატისტიკა კლინიკას არ გააჩნია. ბავშვის დიაგნოზი, განსაკუთრებული შემთხვევაა და ამის აღიარება არ უნდათ. საბას სამი სახის მანკს მალავენ, რადგან მას საქართველოში ვერ უმკურნალებენ, ეს უკვე ცხადია. ყველა შემთხვევაში წავიყვან საზღვარგარეთ და ზუსტ დიაგნოზს დავუსვამ, ეს მიზანი გვაქვს. დიდი ფულის გამო, სასიკვდილოდ წირავენ ბავშვს და რეალურ დიაგნოზს ვერ უყალიბებენ. ბავშვს, სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა, რადგან იშვიათი და ძალიან რთული პაციენტია. ახლაც ველოდებით ჯანდაცვის პასუხს. მაგრამ ინტერნეტში, „ჯო ენის“ ბოტები განოჩდნენ, რომლებიც უკვე ტყუილ იმედებში გვიყალბებენ დიაგნოზებს. აქ ექიმების პასუხისმგებლობა ნულია. „ჯო ენის“ დირექტორ ავთო ცინცაძეს, რომელმაც ზუსტად იცის, რა შემოსავალს და პრესტიჟს მოუტანს საბას მკურნალობა კლინიკას, არ აინტერესებს ბავშვის ბედი და მომავალი, მისი განვითარება და სიცოცხლე - გულგრილია პატარას მიმართ. საბას ძალიან რთული, რადიკალური კორექცია უნდა ჩაუტარდეს. მისი ოპერაცია თითქმის იგივეა, რაც გულის გადანერგვა. „ჯო ენში“ გვეუბნებიან, ოპერაციის დრო არ გვაინეტერესებსო. ვახტანგ ხელაშვილმა მითხრა, როცა მოიყვანთ, მაშინ გავაკეთოთ ოპერაციაო. იმის მაგივრად გამოაჯანმრთლონ, ბავშვის დამძიმებას ელოდებიან. 

 width=600

- რის გამო არ გსურთ საქართველოში ჩატარდეს ოპერაცია? 

- ჩემი შვილი, როგორც „ჯო ენის“ ბატკანი, ისე უნდა შეეწიროს მაგათ ბოროტ სისტემას. ყველაზე მთავარი პრობლემა ის არის, რომ საბას მდგომარეობა უმძიმესია და ბავშვი, შესაძლებელია დაიღუპოს. როგორც უცხოეთის კლინიკებიდან მომწერეს, ოპერაცია დაგვიანებულია, ერთ წლამდე უნდა ჩატარებულიყო. იმის გამო, რომ საქართველოს ჯანდაცვა კლინიკების სამარცხვინო მორჩილებაშია, პრაქტიკულად, ჯანდაცვას გაიდლაინი არა აქვს. ბავშვი არის უპატრონოდ, ჯანდაცვის სამინისტრო საზღვარგარეთ სამკურნალოდ, ერთი თეთრით არ აფინასებს. საბას დიაგნოზი, გამონაკლისია, იშვიათი დიაგნოზის პაციენტია. ჯანდაცვის სამინისტრო, ვერანაირ სტატისტიკას ვერ მაწვდის, რომ გავარკვიო, რამდენად ვენდო საქართველოს კლინიკებს. 

- აქამდე არ ჰყოლიათ თქვენი შვილის მსგავსი დიაგნოზით პაციენტი? 

- როგორ არა, მაგრამ ზაუსტად ასეთი და ამდენი დაავადების ერთად, სავარაუდოდ არ ჰყოლიათ. „ავერსის“ კლინიკაში გაუკეთდა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) და თავში რვა კისტა აღმოაჩნდა. მითხრეს, რომ რეკომენდებულია ბავშვზე დაკვირვება.

- და რა თანხა ჯდება ოპერაცია?

- „ჯოე ენის“ კლინიკამ, ჩემ შვილზე 400 000 ლარამდე უნდა გააკეთოს. რამდენიმე თვით უნდა დაიტოვონ კლინიკაში და აფორმონ ყალბი დიაგნოზები. ამ ბავშვით, „ჯო ენის“ კლინიკამ, სავარაუდოდ, ძალიან დიდი თანხა უნდა გააკეთოს. ბავშვს, რომ  ნეიროქირურგის მეთვალყურეობა და სპეციალური ანესთეზია სჭირდება, ფაქტობრივად, მე გავარკვიე. მყავდა ნევროლოგ გია ნატრიაშვილთან. „ჯო ენის“ კლინიკაში გასინჯვის დროს, არასდროს არ მოუციათ რეკომენდაცია ნერვოლოგზე. არა აქვთ შესაბამისი სერვისი და მაგიტომ.

- ჯოენის კლინიკაში საკმაოდ რთული ოპერაციები კეთდება, რისი უმეტესობა წარმატებით სრულდება. თქვენ რატომ არ ენდობით ამ კლინიკას?

- წარმატებად ნამდვილად ვერ ჩავთვლი, როცა 100 ოპერაციიდან, მხოლოდ 5 დასრულდა კარგი შედეგით. თანდაყოლილი გულის მანკის ოპერაციები, ძირითადად ადრეულ ასაკში კეთდება. „ჯო ენის“ კლინიკის გულის მანკის ოპერაციების შედეგებს თუ ნახავთ, სტატისტიკური მონაცემებით, 2014-16 წლებში 13-დან 4-5 ბავშვის მდგომარეობა, გარდაცვალებით სრულდებოდა. კარდიოქირურგი ავთანდილ ცინცაძე აყალბებს ბავშვის დოკუმენტებს. საინტერესოა, რატომ აქვს ისტერიული შიში საზღვარგარეთზე? დაგვიდეს ყალბი პროფესორების ავთანდილ ცინცაძის და ნინო ტატიშვილის დასკვნა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეს ოპერაცია, სავსებით შესაძლებელია ჩატარდეს „ჯო ენის“ კლინიკაში, მაგრამ არ აკონკრეტებენ, რა სახის ოპერაციაზეა საუბარი. რატომ უნდა ჩატარდეს „ჯო ენში“, როგორია სტატისტიკა ასეთი ოპერაციების. საბას მსგავსი ნამკურნალები პაციენტების კონკრეტულ სტატისტიკას „ჯო ენი“ ვერ აწვდის ოჯახს, რაც ოჯახი დარწმუნებულია ნიშნავს სამედიცინო ექსპერიმენტს უპირებენ ბავშვს. კლინიკა ვერ აწვდის სტატისტიკას. როცა „ჯო ენის“ კლინიკას, მსოფლიოში აღიარებული JCI აკრედიტაცია მოვთხოვე, არ გვჭირდებაო... კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ვერ ვენდობი „ჯო ენის“ კლინიკას. თურქეთის კლინიკა აღშფოთებულია ექიმის დასკვნით. აქ მეუბნებიან, ფული უნდა თურქეთსო. ფული ყველას უნდა! ინდოეთიდან მომივიდა წერილი, სადაც წერია, რომ ოპერაცია დაგვიანებულია.

 - რატომ არ გაუკეთეთ ბავშვს აქამდე ოპერაცია?

- 2018 წლის 21 თებერვალს დავწერეთ განცხადება, საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით. მალევე დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ თქვენი განცხადება განვიხილეთ - „ჯო ენის“ კლინიკას 7 დღეში უკვე გადავუგზავნეთ დოკუმენტაცია და მათგან ველოდებით პასუხსო. მარტის თვეში დავგეგმეთ ოპერაცია, ცნობილ კარდიოქირურგთან თორნიკე სოლოღაშვილთან. ყველა მეუბნებოდა, ჯადოსნური ხელი აქვსო. უცხოეთიდან კი გვწერენ, რომ ოპერაციას, მინიმუმ ორი ქირურგი დასჭირდებაო. ასევე საჭიროა, რომ ზუსტად დაადგინონ ბავშვის დანარჩენი დაავადებები. „ჯო ენში“ კი მეუბნებიან, არ გვაინტერესებს სხვა დაავადებები, ფეხებზე მკიდია, წადი და სხვა კლინიკაში უმკურნალე, ეს შენი პრობლემააო. ჩვენ შეგვთავაზეთ გულის ოპერაცია, სხვა დიაგნოზი, ჩვენ არ გვაინტერესებსო. ჩვენ ბავშვს ვეხმარებითო“ - ცინიკურად მიპასუხა. თუ გარანტიას არ მომცემთ, ვერ გავრისკავ ოპერაციას-მეთქი, ვუპასუხე. გამოდის, რომ ფაქტობრივად, საბას ოპერაციით, კლინიკას უამრავი ფული შეუვა - თითქმის 500 000 ლარი. გამოდის, რომ კლინიკას უნდა დავეხმარო მე. იმის მაგივრად, რომ ექიმი და მშობელი გავერთიანდეთ საბას გადასარჩენად, პირიქით კონფლიქტში ვართ. კი ბატონო, მივუყვან ბავშვს და ოპერაციაზე რომ მომიკლან, ვინ აგებს პასუხს? მზად არიან, რომ ციხეში წავიდნენ და დახურონ კლინიკა? სულ უსინდისო ადამიანი მეძახა, მაგასთან ბავშვი, როგორ უნდა მივიყვანო. მათ ეშინიათ რეალური დიაგნოსტიკის. ავთანდილ ცინცაძე, მაფიოზია კლინიკაში, ქირურგიც ეგ არის და კლინიკის დირექტორიც - საბა რუხაძეს დანით დასდევს მოსაკლავად. ვაპირებ, რომ ამ გულგრილობის გამო პროკურატურაშიც კი ვუჩივლო. 

- გარანტიას არავინ მოგცემდათ... ექიმთან კონსულტაცია გაიარეთ?

- მე უკვე ორი წელია ვიბრძვი. ჯერ კიდევ დავით სერგეენკო იყო ჯანდაცვის მინისტრი, როცა ვწერდი განცხადებებს, მაგრამ არანაირი შედეგი. ერთი წლის წინ დამირეკა „ჯო ენის“ კლინიკის კარდიოქირურგმა ავთანდილ ცინცაძემ და დამიბარა. მითხრა, შენი ბავშვის საზღვარგარეთ მკურნალობის საკითხზე გიბარებო და კაბინეტში გვიყვება „ზღაპარს“, რომ თურმე ძგიდის დეფექტიც ყოფილა. მე ვუთხარი, რომ საბას სამი სახის მანკი აქვს, ადრე სხვა სახის ოპერაციას გეგმავდით და თქვენ მეუბნებით, რომ 2%-ია მხოლოდ რისკი, როცა ოპერაციას, დაახლოებით 7 საათი მაინც სჭირდება მეთქი. მიპასუხა, „თუ ჩვენს კლინიკაში არ იკეთებთ ოპერაციას, „კისერიც გიტეხიათ“, დამანებეთ თავი, რაზე მოხვედითო“. მე ვუთხარი, თუ ამტკიცებთ, რომ ეს ოპერაცია არ არის რთული, რამე რომ მოუვიდეს ჩემ შვილს, მაშინ მეც გაგიკეთებ ასეთ ოპერაციას მეთქი. „ფეხები ვერ მომჭამოო“, მიპასუხა. ამ სიტყვებით დავრწმუნდი, რომ ცინცაძეს ძალიან ბევრი „გვამი“ აქვს და გაწყვეტილი აქვს შუბლის ძარღვი, ძირითადად, ებრძვის პაციენტებს. როგორც ვიცი, არც ინტერვიუს იძლევა. მინდა, რომ ეს ადამიანი კუთხეში მივამწყვდიო და არ მივცე ყველაფრის უფლება. ბავშვი ფილტვების ანთებით მეწვინა კლინიკაში და მთავაზობდა, ოპერაცია უნდა გავუკეთოო. რეანიმაციას, მინიმუმ 4-5 დღე სჭირდება. გართულებების, ძალიან მაღალი რისკია. ეს კაცი კი, მეუბნება ოპერაციას გავუკეთებო. ჩემი აზრით, ცინცაძე დარწმუნებულია, რომ ბავშვი ვერ გადაიტანს ოპერაციას და ამიტომ არ უნდა რომ საზღვარგარეთ გაგვიშვას. ურჩევნია, ეს თანხა მის კლინიკაში ჩაირიცხოს. 

- თვლით, რომ ამ ადამიანს მხოლოდ თანხა აინტერესებს?

დაგვიანდა ოპერაცია, გადაგვარებულია ბავშვის ორგანიზმი. მე ფინანსური საშუალება, არ მაქვს. დავიწყე საქველმოქმედო აქცია, რომ ჩემი თანხაც დავამატო და უცხოეთის კლიკაში ჩავუტარო ყველანაირი გამოკვლევა და ოპერაცია. საინტერესოა, რას იტყვის, როცა ზუსტ დიაგნოზს დავადგენ.

width=600

 - თანდაყოლილი მანკი აქვს თუ შეძენილი?

- საბას, 3 თვის ასაკში დაუდგინდა იშვიათი ფორმის, გულის კომპლექსური მანკი, ფილტვის ვენების ანომალური დრენაჟი, იშვიათი და რთული მანკია. მაღალი სიკვდილიანობის რისკის მატარებელი. დანამდვილებით გეტყვით, რომ თანდაყოლილი მანკია. საბას ისეთი მანკი აქვს, რომლის შეძენაც შეუძლებელია. ეს არის რთული და იშვიათი მანკი. საბა ტყუპისცალია. მეორე ტყუპისცალი სრულიად ჯანმრთელია. ეს არ არის გენეტიკური, ეს არის მედიკამენტებით გამოწვეული თანდაყოლილი გულის მანკი. პედიატრმა დაადგინა, რომ საბას მანკი ჰქონდა. ჩემმა მეუღლემ გაგუას კლინიკაში იმშობიარა, მაგრამ როგორც ჩანს არ გამოჩნდა მისი დიაგნოზი. 

ფილტვის ღეროს იზოლირებული სტენოზი აღმოაჩნდა, ესეც რთული მანკია და რეალურად, საქართველოში კარგად ვერ ცვლიან სარქველს - ღეროს რთულ ოპერაციებს კარგად ვერ აკეთებენ. აქვს ასევე, წინაგულთაშუა ძგიდის დიდი ზომის დეფექტი, ვენუს სინუსის ტიპის. წინაგულების ძგიდის დეფექტის ყველაზე რთული ვარიანტია. ანუ ცალ-ცალკე მანკებიდან ერთდროულად აქვს, ძალიან იშვიათი მანკის კომბინაცია - ფილტვის ვენების ტოტალური ანომალური დრენაჟი და ფალოს ტრიადათი ცნობილი, ორი სახის მძიმე მანკი. ოპერაცია, საქართველოში დავგეგმეთ, რადგან ასეთ რთულ მანკებს კორეგირება, ერთ წლამდე სჭირდებოდა. ყველგან გვყავდა, ასევე თურქეთშიც გადავაკონტროლეთ.

- რა თანხა სჭირდება ოპერაციას?

დავრეკე „ჯო ენში“ და ფასები არ მითხრეს - ჯანდაცვა იხდის, რაში გვაინეტერესებსო. მაინც გავარკვიე ჯანდაცვაში. რომ ეს ოპერაცია, რაც იშვიათ პაციენტს საბას სჭირდება, მარტო ოპერაცია - 100 000 ლარამდე ჯდება, ხოლო მისი კლინკაში მკურნალობა ძვირადღირებული წამლებით - უკვე 300-400 ათას შეიძლება გადააჭარბოს. აი ამიტომ არ გვაძლევს ჯანდაცვა და კლინიკა უცხოეთში მკურნალობის უფლებას. ოპერაცია საქართველოში, არის აბსოლუტური ფორმალობა. ბავშვს აქვს მრავლობითი დიაგნოზი. გვეუბნებიან, არ გვაინტერესებსო. არსად სხვა დიაგნოზს ფორმა 100 არ წერენ, არ აქცევენ ყურადღებას. მხოლოდ ახლა, როცა ამ მიზეზით მოვიტხოვეთ საზღვარგარეთ მკურნალობა და ოპერაცია, მაშინ ალაპარაკდნენ, რომ მათი მეგობარი ნერვოლოგის კონსულტაცია, საკმარისი იქნება.

- ეს არის, რის გამოც უნდობლობას უცხადებთ ქართველ ექიმებს? 

- რეალურად დამიწერეს, რომ მარტივი ფორმის მანკი აქვს. ბავშვის ოპერაცია 20000 ლარამდე ჯდებოდა. როდესაც ეს ოპერაცია 100 000-მდე ჯდება. თორნიკემ მითხრა, მომანდე შვილიო - გული უნდა გაიკვეთოს, სხვა შემთხვევაში ვერაფერს ვუშველითო. მე ვუთხარი, რომ სხვა პრობლემებიც აქვს ბავშვს მეთქი. მიხვდა, რომ უნდობლობას ვუცხადებდი. ინდოეთიდან მომივიდა პასუხი, რომ ეს ოპერაცია ერთ წლამდე უნდა ჩატარებულიყო. უცხოეთიდან მწერენ, რომ ოპერაციას ორი ქირურგი სჭირდება. უსახსრობის გამო ვერ მიმყავს ბავშვი უცხოეთში. მივმართე სახალხო დამცველსაც, მაგრამ ამაოდ - „ჯო ენის“ კლინიკის და ჯანდაცვის მხარე დაიჭირა. სოციალური მუშაკები გამოგზავნა, ბავშვის წასართმევად. საოცარი პოლიტიკა აქვთ. „ჯო ენმა“ ლამის შვილი მომიკლა, კინაღამ ძალით დამიღუპეს ბავშვი. ერთი თეთრით არ ეხმარებიან. უნდათ, რომ მძიმე ავადმყოფი, უნიკალურ პაციენტი გახდეს, როგორც „ჯო ენის ბატკანი“ და ამ სახით უნდათ შესწირონ თავიანთ ბოროტ სისტემას.

„პრაიმტაიმი“ „ჯო ენის“ კლინიკის კარდიოქირურგ ავთანდილ ცინცაძეს დაუკავშირდა და საბა რუხაძის მამის ბრალდებებს უპასუხა:

- მე მხოლოდ ერთხელ შევხვდი ამ ადამიანს. ავუხსენი ყველაფერი. ვუთხარი, მოიყვანე ბავშვი, რომ გავსინჯო მეთქი, რადგან დიდი ხნის განმავლობაში არ იყო ჩვენს კლინიკაში ნამყოფი. ამავე დროს, დღევანდელი მდგომარეობის ობიექტური სურათი გვეცოდინება-მეთქი. 

- როდის გყავთ ბავშვი ბოლოს გასინჯული?

- აღარც მახსოვს ბოლოს როდის იყო ჩვენთან.

- შარშან, თებერვლის თვეში...

- როგორც ჩანს, თქვენ ჩემზე უფრო ზუსტად იცით. დიახ, შარშან შევხვდი და ვუთხარი, მოიყვანე ბავშვი, რომ გავსინჯო და მერე ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება-მეთქი. 

- როგორც თავად ამბობს, მის შვილს ისეთი რთული დიაგნოზი აქვს, რომ აქ შეუძლებელია ასეთი რთული ოპერაციის ჩატარება...

წარმოიდგინეთ, რომ ბავშვი არის ავად, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს მშობელი? სავარაუდოდ, უნდა მიიყვანოს ექიმთან.

- თქვენ ამბობთ, რომ საბა ჯერ არ გაგისინჯავთ?

- რასაკვირველია არა.

- არასდროს?

- დიდი ხნის წინ გავსინჯე და ოპერაცია შევთავაზეთ. ამის შემდეგ, ეს ხალხი გაქრა და აღარ გამოჩენილან. როცა კვლავ დაბრუნდნენ ჩვენს კლინიკაში, მითხრეს, რომ ბავშვი საოპერაციოდ უნდა წავიყვანოთ თურქეთის კლინიკაშიო. წაიყვანონ, მაგრამ მე ვერ დავწერ, რომ ჩვენთან ეს ოპერაცია ვერ კეთდება.  

- ამბობთ, რომ აქ შესაძლებელია ამ ოპერაციის ჩატარება?

რასაკვირველია, სწორედ ამიტომ ვეუბნები, რომ კიდევ ერთხელ მოიყვანე, გავსინჯავ შევაფასებ და გეტყვით ჩვენს პოზიციას-მეთქი. მეტი რა შევთავაზო.

- საბას მამა ამბობს, რომ ვერ აძლევთ გარანტიას, რომ ოპერაცია კარგად ჩაივლის...

- ჩვენი კლინიკა „ჯო ენი“ 1996 წლიდან მუშაობს და შესანიშნავი შედეგები გვაქვს. ამის თქმა, ნამდვილად არ მრცხვენია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში ზოგი მართალს ამბობს და ზოგი ტყუილს. მე ამ წუთას ვამბობ მართალს! ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოიყვანონ პაციენტი, თუ მათ სურთ, რომ რეალური შედეგი დავდოთ. მეტი რა გავაკეთო! ეს ამბავი ჯანდაცვის სამინისტრომაც იცის. ამიტომ სჯობს, რომ სამინისტროს მიმართონ და იქნებ მათ გადაუწვიტონ ეს პრობლემა. მარტო მე ხომ არ ვარ, ჩემს გარდა კიდევ არიან სხვა ექიმები. სხვას მიმართოს და სხვამ დაწეროს. მე არ მინდა, რომ ტყუილი დავწერო. 

- ამბობს, რომ თქვენ არ წერთ სწორ დიაგნოზს და არ აძლევთ უცხოეთში წასვლის ნებას...

- რა ინტერესი უნდა მქონდეს, რომ რასაც მე ვერ შევძლებ გავაკეთო, ვთქვა, რომ ვაკეთებ? 

- ბავშვის მამა ამბობს, რომ ისეთი რთული დიაგნოზი აქვს, რომ თქვენ ვერ შესძლებთ ამ ოპერაციის ჩატარებას?

- ენას ძვალი არა აქვს, ამიტომ მე გთავაზობთ, რომ მასთან ერთად მობრძანდეთ და ბავშვს თქვენთან ერთად გავსინჯავ. მეტი რა გავაკეთო. დაახლოებით ერთი თვის წინ იყვნენ საბას მშობლები და „ჯო ენის“ მთავარ ექიმთან ერთად ვისაუბრეთ. საჭიროა ბავშვის დიაგნოსტიკა, ამიტომ ბავშვი ხომ უნდა ნახოს და გასინჯოს ექიმმა? სავალალო მდგომარეობაა, ბავშვი კლინიკაში არ მოჰყავთ.

 - ოპერაცია, ორი წლის წინ უნდა ჩატარებულიყო...  რა ხდებოდა ამ ხნის მანძილეზე, ეს ორი წელი თქვენთან ბრძოლაში გაატარა?

რატომ მებრძვის, ვეუბნები, რომ მომიყვანოს ბავშვი. რა ვიცი აბა, ზოგჯერ ბევრი რამ ეშლებათ ადამიანებს. იმ ორ წელს, ვეღარაფერს ვუშველით და დღეს მაინც გადავდგათ სწორი ნაბიჯი.

- ბავშვის მდგომარეობა უმძიმესია, თქვენს მიერ ჩატარებულ დიაგნოსტიკას და განსაკუთრებით ქირურგიულ ჩარევას კი, უნდობლობას უცხადებს...

ვიცი, რომ არ სურს ჩემთან ოპერაციის ჩატარება. არადა ძალით ხომ ვერ გავუკეთებ.  ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. არ ვარ იმ პოზიციაზე, რომ ეს საკითხი გადავჭრა. ეს პრობლემა ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს. ამაზე ადვილი გადასაწყვეტი რა არის, ჩვენი სამინისტრო, ისეთ კარდინალურ გადაწყვეტულებებს ღებულობს და მაგას ვერ გადაწყვეტს?

- მიმართა უკვე ჯანდაცვის სამინისტროს...

არა, ეგ არ არის სიმართლე. თუ გადმოამისამართა, რატომ არ მოყავს პაციენტი ჩემთან? როგორ ვთქვა პაციენტზე რამე, თუ არ ვნახე და გავსინჯე.

მოგმართავთ თხოვნით ვისაც გული შეგტკივათ პატარაზე! ერთად გადავარჩინოთ 3 წლის საბა რუხაძის სიცოცხლე!!! ბანკის ანგარიშები ლარში ან დოლარში:

თი ბი სი ბანკი GE37TB7111445064300012

საქართველოს ბანკი GE33BG0000000334249800 

ლიბერთი ბანკი   GE16LB0711183260926000

მიმღები - მამა დავით რუხაძე

საბას საქველმოქმედო ნომერია 0901701517.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე