რამდენიმე დღის წინ დიდ ბრიტანეთში ფრანგული ინსტიტუტის, ფონდი კინო კლასიკისა და BFI ფილმის აუდიტორიის ქსელის ორგანიზებით, ფრანგული ინსტიტუტის კინო დარბაზ Ciné Lumière-ში ქართული მიუზიკლის „ვერის უბნის მელოდიების“ ჩვენება გაიმართა.
კინოჩვენება, ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის დირექტორმა მაკო აბაშიძემ გახსნა, რომელმაც ფილმის ისტორიასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებაზე, მონაწილეობა მიიღეს გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა, აგრეთვე ბრიტანელმა სტუმრებმა.
დიდ ბრიტანეთში მცხოვრები, ლონდონის ქართული სკოლის ხელმძღვანელი და პედაგოგი ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანი „პრაიმტაიმს“ უამბობს, რომ ქართულმა მუზიკლმა, თითქმის ნახევარსაუკუნოვანი სიშორით, კიდევ ერთხელ დაიპყრო მაყურებლი და გააოცა. გაოცების მიზეზი მისი კლასიკურობა და მონაწილე ვარსკლავთა არაჩვეულებრივი შემოქმედება იყო, რამაც აღტაცებაში მოიყვანა დასავლეთის მრაალისმნახველი აუდიტორია. მათ შორის ჩელსის საზოგადოება. ქ-ნ მაკო აბაშიძის ემოციურმა გამოსვლამ, აუდიტორია, საოცრებათა სამყაროში, მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში შეოიპატიჟა.
„მიუზიკლის ჩვენების დასაწყისშივე, ქ-მა მაკომ ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ მას ჰქონდა პატივი, პირადად გასაუბრებოდა რეჟისორ გიორგი შენგელაიას და მისივე თხოვნით, ფილმის შექმნის ისტორიული ფაქტები გაეცნო ლონდონელი მაყურებლისთვის. გაიხსენა, თუ რა დაედო საფუძვლად ამ ფილმის გადაღებას, საიდან მოვიდა იდეა არსებული სცენის დეტალების გადმოცემის თუ გადაღების, რა მასალებზე დაყრდნობით შექმნა თავად ფილმი. მან პირველივე სიტყვებიდან დაიპყრო მაყურებელი:
„დღეს ვესაუბრე ბატონ გიორგი შენგელაიას, ქართულ მიუზიკლ „ვერის უბნის მელოდიების რეჟისორს, სამწუხაროდ ვერ ჩამოვიდა, მაგრამ თავის ასაკის მიუხედავად, საოცრად კარგად გამოიყურება. მასთან საუბარში, ბატონმა გიორგიმ მადლობა გამოთქვა ფრანგული კინოს სახლის მესვურთა მიმართ და მიამბო „ვერის უბნის მელოდიებთან დაკავშირებული ფაქტები.
ბატონებო და ქალბატონებო! ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენს წინაშე ბ-ნი გიორგის უძვირფასესი მოგონების წარმოდგენა. როგორც ცნობილმა რეჟისორმა აღნიშნა, გადაღებამდე რამოდენიმე თვე, ფილმში აღწერილ ცხოვრებისეულ მონაკვეთს, რეალურ მხარეებს ეცნობოდა - სწავლობდა ბიბლიოთეკებსა და მუზეუმებში. მოიპოვა მასალები თბილისზე, ვერის უბანზე, ქალაქში არსებულ პიროვნებებზე და კოლორიტებზე; თუ როგორი იყო, იმდროინდელი ჩაცმა-დახურვის სტილი; საზოგადოების სხვადასხვა ფენის განათლებისა თუ კულტურის დონე; როგორ ვითარდებოდა საზოგადოება იმდროინდელ საქართველოში. საქართველოსთვის, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა მისი დახვეწილი გემოვნებით. როდესაც მან თავი მოუყარა გარკვეულ და საინტერესო ინფორმაციას და რეალურ ფაქტებს დაუკავშირა, თავად დარჩა საოცრად გაოცებული და კმაყოფილი. კმაყოფილება კი, ძველი საქართველოს ლამაზი წარსულიდან მოდიოდა. ფიქრობდა, რამდენად ბედნიერი იყო, რომ წარმოადგენდა ამ კულტურას, თბილისქალაქის როგორი მკვიდრნი იყვნენ, რამდენად საამაყო და საპასუხისმგებლო იყო იმ პერიოდის მიღწევათა შეერთება, გაცოცხლება, შესწავლა თუ განხილვა, რათა არსებული პოლიტიკური წყობის წნეხქვეშ დამალული და წაშლილი ისტორია წინ წამოეწია, რუსულ კვერთხის ქვეშ მყოფთ, არც სახრჩობელეზე ავეყვანეთ და არც ქართულ მეობაზე გვეთქვა უარი. რეჟისორმა სწორედ, ამ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით ნანახი, წაკითხული და მოძიებული მასალებიდან შექმნა ახალი ჰიბრიდი. ამავე პრონციპიდან გამომდინარე, მოიძია ფილმის გმირები. შენგელაიამ თავიდანვე იცოდა, რომ ერის ისტორიის ამსახველ სურათში მთავარი და ეპიზოდური როლები, არ იქნებოდა. აქ ყველა შემსრულებელი, მაღალი დონის პატრიოტი და ერის შვილი იყო. ამის დასტურად, ერთი საოცარი რამ ჩაიფიქრა - თბილისში „ფოსტალიონ იაშკას“ კოლორიტული სახე და მასთან დააკავშირა. „ვერის უბნის მელოდიებში“ ერთ-ერთი ეპიზოდური, იაშკას როლი იყო.
რომელიც ქართველთათვის ერთ-ერთი გამორჩეული, დადებითი გმირი იყო. რეჟისორმა უბადლოდ შესძლო თბილისში ეკრანიდან, ძველი, ისტორიულად ცნობილი თბილისის კოლორიტი იაშკა, ხელმეორედ გაეცოცხლებინა. მეცხრამეტე საუკუნის თბილისისთვის, თვალსაჩინო ორგანიზაციებს სიცოცხლე დაუბრუნა. როგორიც იყო ბალეტის სკოლა, მეოცე საუკუნის დასაწყისში; იტალიური ოპერა, რომელის სპექტაკლებიც ჩვენთან გასტროლებზე ჩამოდიოდა და თბილისელ მაყურებელ ატკბობდა. ასევე, ცნობილი, უცხოური ფირმის მაღაზიები, რომლებიც აბრეშუმის გზის გავლით, თავის იყრიდნენ თბილისში.
მათ შორის ფილმში დაიმკვიდრა ადგილი ისეთმა ფაქტებმა, როგორიც იყო ფრანგული სუნამოს მაღაზია, საროსკიპე, აფთიაქი, თუ სხვა. რაც შეეხება მოქმედ პირებს, უმეტესობას ჰყავდა პროტოტიპები, როგორიც იყო თბილისელთათვის ცნობილი „ფოსტალიონი იაშკა, რომელიც თბილისში ცნობილი იყო ინფორმაციის ყველაზე აქტიურ გამავრცელებლად, ვინაიდან ის ფლობდა ინფორმაციის წყაროს შინ თუ გარეთ.
მან იცოდა ჭორი თუ ფაქტი. ქალაქის გულში ტრიალებდა და აქედან გამომდინარე, ყველაფერზე ხელეწიფებოდა. რეჟისორმა ამ როლზე, ქართველი ერის შვილი, საზოგადო მოღვაწე, კულტურის სამყაროსთვის ცნობილი და ერის ამაგდარი, ქართული ბალეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ბალერონი ბატონი ზურაბ კიკალიშვილი წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ რეჟისორ გიორგი შენგელაიას მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები”, ეკრანებზე 1973 წელს გამოვიდა. კიკალეიშვილის პერსონაჟი - იაშკა, რომელიც „ცნობის ფურცელს” ყიდის მოუსვენარი, უკვე ასაკში შესული მამაკაცი, საოცარი პლასტიკით მაყურებლის ყურადღებას თავიდანვე იპყრობს. ფილმში იგრძნობა, მსუბუქი ირონია, წონასწორობა პირობითსა და რეალურს შორის, რაც კინო-მიუზიკლის სპეციფიკას გამოხატავს.