ნამუსი გაქვთ?... ამ ჩემ ფეხებს თუ გამოუშვებენ - რატომ უყვირა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს

12:55 01-24-2020
759

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ სასამართლოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი თქმით, ის სასამართლო პროცესს აღარ დაესწრება. 

„რაზე მელაპარაკებით მთელი საქართველო. კანონმა მითხრა, რომ შენი შვილის მკვლელებს 15 წელზე მეტს ვერ მივცემთო, ფეხებზე მკიდიაო და რა კითხვებს მისვამთ. ამ ჩემ ფეხებს თუ გამოუშვებენ, 15 წელში ხომ უნდა გამოუშვან რა მნიშვნელობა აქვს. ეს არის გარიგება? ამიხსენით ვინმემ. შთამომავალი, რომელიც მომიკლა სუბელიანის და კალანდიების ოჯახმა, გუშინ მიგინა“, - თქვა სასამართლოს ეზოში ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, საკასაციო საჩივრები განიხილება, რომლებიც ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ იქნა წარმოდგენილი. დღეს გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმების იურიდიულ გაფორმებასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგება.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი - გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია, რომლის საქმეს საქალაქო სასამართლო განიხილავს.