ჩინეთში კორონავირუსისგან განკურნებული პირველი პაციენტი საავადმყოფოდან გაწერეს (ვიდეო)

15:52 01-26-2020
16985

პირველი განკურნებული პაციენტი ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინციიდან უკვე გაწერეს. მას საავადმყოფოში ერთკვირიანი მკურნალობა ჩაუტარდა.

26 წლის მამაკაცს კორონავირუსის დიაგნოზი 17 იანვარს დაუსვეს. ერთი კვირის შემდეგ, 24 იანვარს ის უკვე კლინიკიდან გაწერეს. ის დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ქალაქ უხანში. პირველი სიმპტომები, რითიც ვირუსული ინფექცია გამოუვლინდა, ტემპერატურა და თავის ტკივილი იყო.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2010-ს აღწევს, რომელთაგან 1970 შემთხვევა ჩინეთში დაფიქსირდა. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის 15 ქალაქში კარანტინია გამოცხადებული. 

რაც შეეხება ქვეყნებს, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსი 14 ქვეყანაში ფიქსირდება, მათ შორისაა: ამერიკა, კანადა, საფრანგეთი, იაპონია, ავსტრალია და ა.შ