„კუპატას ვარსკვლავის სტენდი ჰოლივუდის დიდების ხეივანს წააგავს“- ბათუმელი მაწანწალა ძაღლი, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში

15:11 01-28-2020
368

კუპატა, ქუჩის ძაღლი, რომელიც საქართველოში ცნობილია, როგორც საგზაო ნიშნების მარეგულირებელი, უკვე მსოფლიომ გაიცნო. კუპატას შესახებ ინფორმაცია, სხვადასხვა უცხოურმა პორტალებმა გაავრცელა. 

მაწანწალა ძაღლი, სოციალურ ქსელებში მას შემდეგ გახდა ნამდვილი ვარსკვლავი, რაც მისი ვიდეო ვირუსულად გავრცელადა, სადაც ძაღლი, ბაგა-ბაღის ბავშვთა ჯგუფს, თავიანთ მასწავლებლთან ერთად, ზებრაზე ქუჩის გადაკვეთაში ეხმარება.

width=600

ქსელში ატვირთულ ვიდეოში, რომელსაც უკვე მილიონზე მეტი ნახვა აქვს, შეგიძლიათ იხილოთ ძაღლი, მეტსახელად კუპატა, რომელიც მანქანების წინ გადახტება და მძღოლებს აიძულებს შეჩერდნენ, სანამ ბავშვები ქუჩას გადაკვეთავენ ზებრაზე პარკისკენ, რომელიც ზღვისპირა ქალაქ ბათუმში მდებარეობს.

4 წლის მამაცი ძაღლი, ერთ-ერთი ადგილობრივი სახლის მისამართზე ცხოვრობს და „ბავშვებისთვის დახმარება, ზებრაზე გადასვლის დროს, უკვე მისი საყვარელი ამოცანა გახდა“, - ამბობენ მეზობლები.

ბავშვებთან ასეთი დამოკიდებულების გამო, კუპატამ, აჭარის რეგიონის ტურიზმის დეპარტამენტისგან ჯილდო დაიმსახურა. აჭარის ხელისუფლებამ, საჩუქრად ჯიხური და ვარსკვლავის სტენდი გადასცა, რომელიც ჰოლივუდის დიდების ხეივანს წააგავს.

ქუჩის ძაღლის პირად ვარსკვლავს, წარწერა აქვს ქართულ და ინგლისურ ენაზე: - „ხალხის რჩეული.  

width=600

”გადაწყვეტილება ძაღლის წყალობით მივიღეთ - მის მიერ შესრულებული დაცვის სამსახურისთვის და სამაგალითო ქცევისთვის”, - განუცხადა Efe- ს ტურიზმის ხელისუფლების წარმომადგენელმა მერი ემირიძემ.

გარდა ამისა, ძაღლების გულშემატკივრებმა, „Facebook“ გვერდი შექმნეს, სადაც კუპატას, უკვე უამრავი მიმდევარი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ ცნობილ ბათუმელ ძაღლს, კუპატას(ყურშა, ბიმი, ბროლია) დღეიდან უკვე საკუთარი სახლი აქვს ბათუმში, იმ კორპუსთან, რომელსაც ძაღლი რამდენიმე წელია მიკედლებულია.

width=600 პატარა, ფერადი სახლი ძაღლისთვის ბათუმელმა ლევან ჩხაიძემ, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომლების დახმარებით დადგა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ძაღლს უყიდეს სახლი, წარწერით  – „ხალხის რჩეული”.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე